x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136086
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510359
ზესტაფონთან ვანდალებმა ვიტალი დარასელიას მონუმენტი დააზიანეს
image

ზესტაფონის სიახლოვეს, ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში ვიტალი დარასელიას მონუმენტი ვანდალებმა დააზიანეს.ამის შესახებ ინფორმაცია უეფას მედია ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ გაავრცელა.


„ჩემმა მეგობარმა ანრი გაჩეჩილაძემ მომაწოდა ეს წუთია!!! ვიტალი დარასელიას მემორიალი დაუმტვრევიათ არაკაცებს მდინარე უბისასთან… მაისის დასაწყისში იყო ჩვეულებრივად, ზუგდიდისკენ რომ მივდიოდით… ახალი დამტვრეულია…“ – წერს მამუკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

image


ვიტალი დარასელიას მონუმენტი 2016 წელს დაიდგა სოფელ უბისაში გზის პირას, 1982 წლის 13 დეკემბერს სწორედ ამ სოფელთან მოჰყვა ავტოკატასტროფაში .

image

ვიტალის უმცროსი ძმა გენადი მილიციამ დააკავა, ვიტალი საქმის გასარკვევად თბილისიდან ახლობელთან ერთად საკუთარი ავტომობილით გაემგზავრა, ზესტაფონთან, სოფელ უბისასთან დარასელიას ავტომობილი მდინარე ყვირილაში გადაიჩეხა(ავტომობილი ორი იყო, რომელი რომელს შეეჯახა დღესაც დაუდგენელია)მდინარის ძლიერმა დინებამ ფეხბურთელის გვამი წაიღო.13 დღიანი ძებნის შემდეგ დარასელიას გვამი ტრაგედიის ადგილიდან 2 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.


ფეხბურთელს დარჩა მეუღლე მარინა მამალაძე და მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი, მოგვიანებით ვიტალი დარასელია უმცროსიც ფეხბურთელი გახდა.


აფხაზი ჭაბუკი, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული გოლი გაიტანა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში, დარასელია მშობლიურ ოჩამჩირეში, როგორც ნაციონალური გმირი ისე დაკრძალეს.



შეგახსენებთ, რომ ამა წლის 13 მაისს 40 წელის გავიდა ქართული ფეხბურთის ისტოირიაში ყველაზე დიდი გამარჯვებიდან,


1)სხვათა შორის, 1980/1981 წლების თასების თასის სეზონის გათამაშებაში დინამო თბილისი ... შემთხვევით მოხდა. 1979 წლის სსრკ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, 1980/1981 წლების სეზონში დინამო უეფას თასზე უნდა გასულიყო. საქმე იმაშია, რომ ევროთასების კენჭისყრა ივლისის დასაწყისში გაიმართა, ხოლო 1980 წლის სსრკ თასის


0
232
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0