x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შეშლილი ორსულები - მათი გამბედაობა შოკს მოგგვრით
ორსულობა (სამედიცინო ტერმინოლოგიით გესტაცია, ან გრავიდულობა ← ლათინური ენიდან gestatio, graviditas) ეწოდება ჰუმანურ მედიცინაში ფიზიოლოგიურ პროცესს მომავალი დედის სხეულში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ბავშვად ჩამოყალიბებამდე, რომელიც ბავშვის დაბადებით სრულდება.
ორსულობა კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ბავშვის დაბადებამდე საშუალოდ 267 დღე მიმდინარეობს. მუცლადმყოფ ბავშვს მეცხრე კვირამდე ემბრიონი, ხოლო დაახლ. მერვე-მეცხრე კვირიდან, ანუ ძირითადი შინაგანი ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ კი ფიტუსი ეწოდება.
გინეკოლოგიაში ორსულობის თანმდევ მოვლენებს სამ, (1.) პრენატალურ ( = დაბადებამდე), (2.) პერინატალურ ( = მშობიარობისას) და (3.) პოსტნატალურ ( = დაბადების შემდგომ) ეტაპად ჰყოფენ.


image


ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ხდება მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ხასიათის ცვალებადობა და თავისებურებები. ყველამ კარგად ვიცით, რომ ორსული ქალი ხშირად ავლენს სურვილებს, რომლებიც ყოველთვის არ შეესაბამება ლოგიკის პრინციპებს. ამასთან, ზოგჯერ შეიძლება შეხვდეთ ფეხმძიმე ქალების ისეთ ქმედებებს, რომლებიდანაც უბრალოდ რთულია ლოგიკის აზრს ჩაწვდეთ. ვიღაც, ასეთ ორსულებს გმირს უწოდებს, ვიღაც კი უგუნურებს.


თქვენ რა "სისულელე" ჩაგიდენიათ ორსულობისას, რითიც გარშემომყოფები გაგიკვირვებიათ? ან, ორსული ახლობლის თუ ნაცნობის რა ქმედებას შესწრებიხართ, რასაც შოკი მოუგვრია? შეგიძლიათ გაიხსენოთ?



თუ ფიქრობთ, რომ ყველა ორსული დივანზე ზის მშვიდად და ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს მანამ, სანამ პატარას მოავლენს ამ ქვეყნად, ძალიან ცდებით. დღევანდელ კრებულში წარმოგიდგენთ ორსულ ქალბატონებს, რომლებმაც აუხსნელი ქმედებები ჩაიდინეს და გააოცეს და გააოგნეს თიტქმის ყველა მნახველი.


მაგალითად: ემილი მიულერმა ამერიკიდან, გაბედა და მეუღლესთან რაიანთან ერთად ფუტკრებთან გადაიღო ფოტო. ოჯახი ფუტკრების დაცვის კამპანიას ეწევა, ზრუნავენ მათ უსაფრთხოებაზე და ემილიმ, სწორედ რომ ორსულობის მერვე თვეში გამართა ამ საოცარ მწერებთან ერთად ფოტოსესია. imageimageimage





ვერონიკა ერნანდესი მეორე ბავშვზე იყო ორსული, როდესაც მიხვდა, რომ ადრენალინი აკლდა. ორსულობამდეც ვარჯიშობდა ე.წ ხმლის ჩაყლაპვაზე, უკვე ორსულობის დროს კი სრულყოფილად ფლობდა ამ "ტრიუკს".imageimageimage





შარლოტა რობერტსონი 29 წლის პროფესიონალი მოცეკვავეა. მას დაეხმარა პირადი მწვრთნელი მხატვრულ ტანვარჯიშში და შვიდი თვის ორსული, წარმოუდგენელ სანახაობებს დგამს. imageimageimage





იცოდით, რომ ამერიკაში არსებობს მთასვლელი დედების კლუბი? კეტრინ ვაილანკური, სწორედ ამ კლუბის ერთ-ერთი წევრია. ექვსი თვის ორსულია და შესანიშნავად დაცოცავს მთებზე. imageimageimage





კეტრინს არ ჩამორჩება ემი როზბორო. ისიც ასევე მთაზე ცოცვის სპორტს მისდევს უკვე 14 წელია და ორი შვლის დედა, ორივე შვილზე ორსულობის დროს დაცოცავდა მთებზე. მისი მეუღლეც ალპინისტია. imageimageimage


1
134
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
134
  
2021, 29 მაისი, 13:23
სტატია როგორც ყოველთვის საინტერესოა, ორსულის მხრიდან ასეთი რისკი კი გაუმართლებელი...
0 1 1