x
ალკოჰოლის მოხმარება მსოფლიოსა და საქართველოში

image

ალკოჰოლი არის ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერება დამოკიდებულების გამომუშავების თვისებებით. არსებობს საზოგადოების ნაწილი, სადაც ალკოჰოლის მოხმარება მოსახლების სოციალური ლადშაფტის რუტინული ნაწილია( ერები, რომლის სოციალიზაციას თან ახლავს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება).

ალკოჰოლის მოხმარება ყოველწლიურად გლობალური მასშტაბით 3 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ზოგადად ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. მთლიანობაში, ალკოჰოლის მავნე გამოყენება გლობალური დაავადებების 5, 1%-ზე მეტია.

15-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში ნაადრევი სიკვდილიანობისა და ინვალიდობის რისკი ალკოჰოლია, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის 10%-ს შეადგენს. ყოველ 10 წამში ადამიანი იღუპება ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზების გამო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანისაციამ კი 2018 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიწყო "SAFER" ინიციატივა. image

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებით დაუცველ მოსახლეობაში უფრო მაღალია ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია.

მამაკაცებში ალკოჰოლით დაავადებულთა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი მთლიანი გლობალური სიკვდილიანობის 7, 7%-ს შეადგენს, ქალთა სიკვდილიანობის 2, 6%-თან შედარებით. 2010 წელს მთელ მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარება კაცებში საშუალოდ 19, 4 ლიტრი ქალებში კი 7, 0 ლიტრი იყო.

ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედებისას საგზაო შემთხვევების 27% -ია. ამრიგად ალკოჰოლური ზემოქმედებისას ავტომობილის მართვა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აწუხებს არა მხოლოდ ალკოჰოლის მომხმარებელს, არამედ, ხშირ შემთხვევაში, უდანაშაულო მხარეს, როგორიცაა მგზავრი და ქვეითი.image

საინტერესოა ალკოჰოლური სასმელების სახეობების პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც ადამიანები მოიხმარენ :

.44, 8% სპირტიანი სასმელები

.34, 3% ლუდი

.11, 7% ღვინო

.9, 3% სხვა სასმელები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის კვლევის მიხედვით საქართველოში ერთი ადამიანი (15+) საშუალოდ მოიხმარს 9, 8 ლიტრ ალკოჰოლს (2010 წლის მონაცემთან შედარებით 2, 1 ლიტრით მეტი), ეს კი 189 ქვეყნიდან 43-ე ადგილია. ლიდერობენ მოლდოვა, ლიტვა და ჩეხეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2022-2030 წლების გეგმის შემუშვების პროცესშია, რათა ეფექტურად განახორციელოს გლობალური სტრატეგია ალკოჰოლის მავნე გამოყენების შემცირების შესახებ.

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:თენგიზ ლაცაბიძე
თენგიზ ლაცაბიძე
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0