x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
12 წლის ბიჭი მოხერხებულად დაუსხლტა უზარმაზარ დათვს(ვიდეო)
imageბავშვი იქცეოდა ისე, როგორც ზრდასრულ ამ საქმეში გამოცდილ ადამიანს შეეფერებოდა, ყოველგვარი პანიკის გარეშე, და ამიტომ მას სოციალურ ქსელებში "გმირი" უწოდეს.




ეს ვიდეო Twitter- ზე გაავრცელა იტალიელმა ლორის კალიარმა ტრენტინო-ალტო ადიჟედან, რომელის მეგობარ ქალთან და მის 12 წლის შვილ ალესანდროსთან ერთად ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად იყო წასული და თამამად უნდა ავღნიშნოთ, რომ მათ მიაღწიეს მიზანს, თან გადაჭარბებულად.



12 წლის ალესანდრო გორაკიდან ეშვებოდა, ამ დროს კი ლორისი ოჯახური არქივისთვის მას ვიდეოზე იღებდა. ცოტა ხანში მოულოდნელად ბუჩქები შეინძრა- და იქიდან დათვი გამოჩნდა, რომელიც ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ბიჭუნას უკან გაჰყვა. ლორისმა ყველაფერი დაინახა და ბავშვს აუხსნა სიტუაცია, სთხოვა, გრიზლის მოშორებოდა რაც შეიძლება ნელა და მშვიდად . ბიჭს შეეშინდა, მაგრამ, ლორისის ყველა რჩევის გათვალისწინებით, პანიკას არ არ აჰყვა, ამასობაში კი დედამისს ამის შემხედვარეს შოკირებისგან ენა პირში ჩაუვარდა.

image


ცოტა ხნის შემდეგ დათვმა დაკარგა ინტერესი ორფეხა არსებების მიმართ და მთისკენ შეტრიალდა. ქსოცსელის მომხმარებლებმა ალესანდროს სიმამაცე და სიმშვიდე შეუქეს და უწოდეს მას გმირი.


"ასეთ უზარმაზარ დათვი ცოცხლად რომ მენახა, იქიდან ყვირილით და მკავების ქნევით გამოვიქცეოდი . კაჟივით მაგარი ბიჭია"


"ძალიან მიხარია, რომ ალესანდრო და თქვენ კარგად ხართ. ვშიშობ, რომ მისი ინსტინქტური და ნორმალური რეაქცია ყველაფერს საფრთხეში ჩააგდებდა."


"დათვი ველურ ბუნებაში ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ბიჭი კი ნამდვილი ვაჟკაცი და გმირია!"

(კომენტარები სოცქსელიდან)

2
480
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
480
  
2021, 27 მაისი, 14:27
ყოჩაღ, მაგარი ბიჭი ყოფილა, დათვიც კი სახტად დარჩა :)
2021, 27 მაისი, 13:24
ვაიმეეეეე, ისე ვინერვიულე ამეტირა, თითქოს იქ ვიყავი.....დედამისის აადგილზე მეგონა თავი......ვერ დავმშვიდდი ჯეეერაც
0 1 2