x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნა
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩატარებას შერეული ფორმატით ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტს არ აქვს შესაძლებლობა სრულყოფილად უზრუნველყოს და დაიცვას უსაფრთხოების ყველა ნორმა მოცემულ ეპიდსიტუაციაში, ადმინისტრაცია კი სტუდენტების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.

დაძაბულობა სტუდენტებსა და უნივერსიტეტს შორის რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მათი მოთხოვნები მოიცავს გამოცდების შერეულ ფორმატში ჩატარებას, თუმცა უნივერსიტეტის მხრიდან კომპრომისზე წასვლის მოლოდინი არ აქვთ.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ მოცემულ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში პანდემიის გათვალისწინებით სარისკო მდგომარეობაა, უსამართლობაა მათი ჯანმრთელობით გარისკვა, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 უკვე დაუდასტურდა.

ისინი აგრეთვე საუბრობენ საცხოვრებელთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აღნიშნავენ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების სირთულეებსაც.


არსებულ სიტუაციაში, უნივერსიტეტმა სტუდენტებს გამოსავალის სახით ''უმასპინძლე სტუდენტს'' შესთავაზა, რაც ლექტორებისა და ადმინისტრაციის მხრიდან მათთვის საცხოვრებელი ფართის რამდენიმე დღით დათმობას გულისხმობს.

ამას გარდა, უნივერსიტეტი, შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე, თანახმაა გამოცდები გარკვეულ სიტუაციაში დანიშნოს დისტანციურად, ზეპირ ფორმატში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ვებომეტრიქსის კვლევის საფუძველზე, რეიტინგით პირველია კერძო უნივერსიტეტებს შორის, მისი სტუდენტები მიიჩნევენ რომ მათი მოთხოვნები არის სამართლიანი და უნდა იყოს გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის უკიდურეს ფორმად აქციის ორგანიზებას აანონსებენ.

''სტუდენტებზე მორგებული გარემო''- სწორედ ეს არის ის ფრაზა, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტზე საუბრისას ხშირად მოისმენთ, მიუხედავად იმისა რომ სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა ზემოთ ხსენებულ განცხადებას დამცინავად მიიჩნევენ და ყველა შესაძლო გზით, სოციალური მედიის გამოყენებით აპროტესტებენ.

მათივე განცხადებით, ანტი-პიარი ცუდად აისახება უნივერსიტეტის რეიტინფზე, სწორედ ამის გამო არიან ისინი ვალდებულები გაითვალისწინონ სტუდენტების მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი ზომები.#გამოცდებიშერეულიფორმატით



0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე დადვანი
ელენე დადვანი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0