x
მოდელი, ფიტნეს ინსტრუქტორი - ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების სუპერსექსუალური მეორე ნახევრები
image

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, ტრიბუნაზე მჯდომი გლამურული მეორე ნახევრების შემადგენლობაც რადიკალურად განსხვავებული იქნება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა, thesun კი გთავაზობთ მათ მეუღლეებს, რომლებიც "სამ ლომს" ზაფხულში დიდებული და ნანატრი ტიტულის მოსაგებად გაახალისებენ.

image
მარკუს რეშფორდი და ლუსია ლოი უკვე დაშორდნენ ერთმანეთს, ამრიგად, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ნახევრების ახალი შემადგენლობა იქნება.

ასევე ფასდება ჯორდან ჰენდერსონის, ჰარი მაგუაიერისა და კალვინ ფილიპსის ტრავმის სიმძიმე, რომელიც რამდენიმე დღეში გაირკვევა. საუთგეითმა 26 კაციანი შემადგენლობა 1-ელ ივნისამდე უნდა დაასახელოს.

რამდენიმე ვარსკვლავი იმ ქალბატონებს დაშორდა, რომლებიც 2018 წელს მათთან ერთად იმყოფებოდნენ. ამრიგად, საინტერესოა თუ როგორი შემადგენლობით იქნებიან საყვარელი ადამიანები?!

მეგან დევისონი (ჯორდან პიკფორდი)

"ევერტონის" მეკარემ, ჯორდან პიკფორდმა მის ბავშვობის სიყვარულზე, მეგან დევისონზე გასულ წელს იქორწინა. წყვილს მალდივებზე დიდებული ქორწილის გადახდა სურდა, თუმცა ეპიდ ვითარებამ ყველაფერი გააფუჭა.

image
მალდივების ნაცვლად წყვილმა პატარა ცერემონიალი გამართა, სტუმრად კი რამდენიმე ადამიანი ჰყავდათ. ისინი ერთმანეთს ნიუმისტერის სკოლაში შეხვდნენ, მას შემდეგ კი წყვილს დიდი სიყვარული აკავშირებთ.

ფერნ ჰაუკინსი (ჰარი მაგუაიერი)

ფერნი ჰარი მაგუაიერის მეუღლეა. ისინი ერთმანეთს 2011 წელს შეხვდნენ, მას შემდეგ კი ერთად არიან.

image
წყვილს ორი ქალიშვილი (ლილი და პიპერ როუზი) ჰყავთ. თავისი ოჯახით ამაყ ფერს უყვარს საკუთარ ინსტაგრამზე ოჯახური სიტუაციის გამოქვეყნება.

ქლო ვილენს ვატი (მეისონ მაუნტი)

ქლო ვილენს ვატი და მეისონ მაუტუ ერთმანეთს 2017 წელს შეხვნენ, მას შემდეგ კი ერთად არიან.

image

ქლოი მეისონთან ერთად დუბაიში ისვენებდა, როდესაც მათ საჯაროდ გაავრცელეს ფოტო, რასაც ლონდონში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

კეიტ კეინი (ჰარი კეინი)

კეიტის ჰობი ფიტნეს ინსტრუქტორობა გახლავთ, 2 გზის ოქროს ბუცის მფლობელმა ის 2017 წელს გაიცნო.

image
ბედნიერ წყვილს ორი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავთ (ივი, ვივიენი და ლუისი)

პეიჯ მილიანი (რაჰიმ სტერლინგი)

წყვილი 2018 წელს დაქორწინდნენ, იმავე წელს მათ ვაჟი ტიაგო შეეძინათ.

image
პეიჯი ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია, ძირითადად კი გვერდზე ოჯახის ფოტოებს შეხვდებით.

შარლოტ ტრიპიერი (კირან ტრიპიერი)

შარლოტი 2018 წელს შენიშნეს, როდესაც ის კირანს გულმოდგინებით გულშემატკივრობდა. წყვილი 2016 წელს კვიპროსში დაქორწინდა.

image
ქორწლიდან ერთი წის შემდეგ წყვილს გოგონა შეეძინა. რამდენიმე დღის წინ კი ფეხბურთელის მეუღლემ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო სათაურით "ამაყი ცოლი", მას შემდეგ რაც კირანმა მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ლა ლიგა მოიგო.

მია მაკლენაგანი (რის ჯეიმსი)

ლონდონის "ჩელსის" მარჯვენა მცველისთვის, რის ჯეიმსისთვის 2020 წელი კარგი გამოდგა. ფეხბურთელს პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი, ამასთან ერთად ის მიას შეხვდა.


image

მცველის შეყვარებულს ინსტაგრამზე 16 000 გამომწერი ჰყავს.

რებეკა კუკი (ფილ ფოდენი)

ფილს და რებეკას შვილი 2019 წელს შეეძინათ. ისინი ამჯამად 20 წლისები არიან და მეორე შვილს, ამჯერად გოგონას ელოდებიან.

image

რებეკა ბარნეტი (ჯორდან ჰენდერსონი)

რებეკა "ლივერპულის" ამჟამინდელ კაპიტანს ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა, როდესაც ჯორდანი "საუთჰემპტონში" გამოდიოდა. ისინი 2014 წელს დაქორწინდნენ, ჰყავთ 3 შვილი.

image
მიუხედავად იმისა, რომ ჯორდანი და რებეკა 7 წელია ცოლ-ქმარი არიან, მის მეუღლეზე ბევრი არაფერია ცნობილი.


0
278
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0