x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მიშა, მაპატიე, ჩამოდი და გახდი პრემიერმინისტრი! თუ გინდა, საამებელ პოსტებს დაგიწერ"- ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს ხათუნა ხოფერია

image


საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში 26 მაისთან დაკავშირებით საგანგებო პოსტს ავრცელებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ მიმართავს, ხოფერია ყოფილ პრეზიდენტს 10 წლის წინანდელ მოვლენებს, კერძოდ კი, 2011 წლის 26 მაისს მისი გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის დარბევასაც ახსენებს, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. ყოფილი დეპუტატის ვრცელ ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ: "დღეს 26 მაისია! ათი წელი გავიდა 2011 წლის სისხლიანი დამოუკიდებლობის დღის გვამებზე როკვით აღნიშვნიდან.ცოტაც და, პარლამენტში ერთად იქნებიან ნაცები და ოცნება! საპარლამენტო პოსტებს დაიკავებენ ნაცლიდერები. კოალიციური მთავრობაც გვეყოლება! მიშაც ჩამოვა!ისე, დღეს ბევრი ყვიროდა, რომ აღლუმის ჩაშლის მცდელობა( არა და, არც დაუპირებია ასეთი რამ ვინმეს) სახელმწიფოს ღალატი და მტრობააო... ყვიროდნენ ისინი, ვინც მაშინდელი "დამნაშავეების" დასჯის და მკვლელობის გამო სააკაშვილის დაპატიმრებას ითხოვდა, სულ რაღაც, ერთი-ორი კვირის წინ...არა და, მე ხომ მინდოდა 2011-ში აღლუმის ჩაშლა... ანუ, მათი ლოგიკით მე ვყოფილვარ დამნაშავე. მიშა უდანაშაულო!მიშა, მაპატიე, რომ 2011 წლის 26 მაისს თავი გაცემინე. შვილები დაგასახიჩრებინე. კვინტრაძეს და ასათიანსაც აპატიე, რომ შემოგაკვდნენ . ისიც მაპატიე, რომ ჩემი კონსტიტუციური უფლებების გამოყენებით გებრძოდი!ჩამოდი, მიშა! ჩამოდი და გახდი პრემიერმინისტრი! ჩამოდი და.. თუ გინდა, საამებელ პოსტებს დაგიწერ, აი, ისეთს, ჩემი გადაცემული სიის ხალხი რომ პოსტავდა გუშინ ოცნების საამებლად!რასაც გინდა დავაბრალებ, ვისაც გინდა. რუსეთის აგენტობას, კამბოჯელი მილიარდერისგან დაფინანსებას, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას, თავსაფრიან ქალებს უნამუსობას, სოფლელებს- უტვინობას, უსწავლელობას, უკულტურობას! ჩამოდი, შე დედამიქინძულო!ჩამოდი! ნუ ააყროლებინე ეს ქვეყანა შენი გაპრავებისთვის ჩიხში შესულ და დასავლელი "მეგობრების" მძევლად ქცეულ ხელისუფლებას!ნუ გააფარჩაკე ეს მადლიანი ქვეყანა! დავიჯერო, საერთოდ არ გაქვს ნამუსი? საერთოდ არ გიყვარს არაფერი ამ მიწა- წყალზე?ჩამოდი და გადაგვიარე“ გვირტყი, გადაგვიღე ფარული კადრები... გპირდები, რომ შემეშინდება და აღარასოდეს დაგიძახებ დორბლიანს, დონდლოს, ავადმყოფს, , მკვლელს, სისხლიანს, მძორს და ლოქოს.... ჩამოდი და დავამთავროთ! ხომ ხედავ, არ პრავდები და ვერც თემიდან გტეხავენ ბიძინასავით! რა ხარ ასეთი დედააფეთქებული, რომ არ გადაშენდი არასდროს... არა და, არ ჩამოხვალ! გეშინია ხო?... არ ენდობი ხომ შენიანებსაც კი? მართალი ხარ! მეც ვერ ვენდობოდი.... არა და, შეერთდნენ და გაერთსისხლხორცდნენ ეს სკამზე სინდის მინთხლეულები!" - წერს ხათუნა ხოფერია.










0
540
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
540