სხვა ანტარქტიდის ყველაზე უცნაური ბინადარი 2012, 6 სექტემბერი, 14:16 ფრანგი მეცნიერები, საპენ-ჟალიუსტრი და პრევო, გვაწვდიან უახლეს მონაცემებს ანტარქტიდის ყველაზე უცნაურ ბინადართა-საიმპერატორო პინგვინების შესახებ.ამ ფრინველებმა შეძლეს, შეეგუებოდნენ უმკაცრეს კლიმატურ პირობებს-ძლიერ ქარს, რომლის სიჩქარე 70 მ/წმ-ია და ტემპერატურას რომელიც -10 ცელსიუსიდან -33 ცელსიუსამდე მერყეობს.
საიმპერატორო პინგვინები ამ ფრინველებს უზარმაზარი ტანისა და დიდი წონის გამო უწოდეს.დამცველი ქონის ფერის მიუხედავად, საიმპერატორო პინგვინები ცალ-ცალკე ვერ იარსებებდნენ, სწორედ ამიტომაცაა, რომ მათ შორის ასე განვითარებულია “საზოგადოებრივი" თერმორეგულაცია.როდესაც ტემპერატურა მეტისმეტად ეცემა, 200-300 პინგვინი მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და ქმნის ნამდვილ წრეს-ე. წ. კუს.ეს წრე ნელა მაგრამ განუწყვეტლივ ტრიალებს ცენტრის გარშემო.ბარტყების გამოჩეკის დროს “კუს" შეიძლება ქმნიდეს 500-დან 600-მდე ინდივიდი.ცენტრის ირგვლივ ისინი მოძრაობენ ქარის მიმართულებით.თოვლიანი ქარიშხალი აქ 36-48 საათი გრძელდება.მეცნიერებს დაებადათ კითხვა:ეფექტურია თუ არა ასეთი “საზოგადოებრივი" თერმორეგულაცია?ფრანგი მეცნიერები დარწმუნდნენ მის ეფექტურობაში, როდესაც ტემპერატურა გაზომეს. -19ყინვის პირობებში ტემპერატურა “კუს" შუაგულში დაახლოებით +35 ცელსიუსი აღმოჩნდა.
სიჩუმე და მყუდროება პინგვინების კოლონიისთვის უცხოა.ისინი სხვადასხვაგვარ ხმას გამოსცემენ. ზოგჯერ მათი ხმა საყვირის ხმის მსგავსად ჟღერს და იმდენად ძლიერია, რომ რამდენიმე კილომეტრზე ისმის.პნევომ კოლონიას რამდენიმე კილომეტრით ჩამოშორებულ პინგვინს კაპიუშონი ჩამოაფარა და მხოლოდ სასმენი ორგანოები დაუტოვა თავისუფალი.როგორც კი მან პინგვინი გაუშვა, ფრინველი პირდაპირ თავისიანებისკენ გაემართა.როცა პირიქით მოიქცა - სასმენი ორგანოები დაუხშო და თვალხილული დატოვა- დაბნეულმა ფრინველმა ერთ ადგილას დაიწყო ტრიალი და თავის კოლონიას ვერ მიაგნო. ზაფხულის ბოლოს (ანტარქტიდაზე ესაა დაახლოებით მარტის შუა რიცხვები) მცურავი ყინულები ცალკეულ ნატეხებად იმსხვრევა და პინგვინები, რომლებიც ყინულის ნატეხებზე აღმოჩნდებიან, დიდი მანძილით შორდებიან თავიანთ კოლონიას, მაგრამ როცა ზღვა ყინულით დაიფარება ისინი უკან ბრუნდებიან. როგორც კი ახალმოსული პინგვინი კოლონიას რამოდენიმე მეტრით მიუახლოვდება, ხრის თავს მიწამდე, იწყებს სიმღერას, ნელ-ნელა თავს მაღლა სწევს მიაყურადებს და ხანმოკლე პაუზის შემდეგ პინგვინების გროვაში ერევა. ამ გზით პინგვინები თავიანთ “მეუღლეებსაც'' პოულობენ. პრევომ რგოლებით დანიშნა ფრინველები და დარწმუნდა, რომ ხმოვანი სიგნალები ეხმარება “მეუღლეებს" ერთმანეთის მოძებნაში, მათი “განქორწინება" გამონაკლისს წარმოადგენს. მაგალითად, დედალი პინგვინი უბრუნდება კვერცხებზე მჯდარ მამალს-იგი მთელ კოლონიაში დაეძებს მას, პოულობს და კვერცხებზე მის ადგილს იკავებს.მაშინაც კი, როდესაც მთელი კოლონია “ კუდ" იკვრება, მეუღლეები ცდილობენ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მგონი საიტერესო არის ეს სტატია..... 2534 3-ს მოსწონს
|