x
კოკა-კოლის შექმნის ისტორია და ფაქტები, რომლებიც აქამდე არ იცოდით

image

კოკა-კოლა - უალკოჰოლო გაზიანი სასმელის მწარმოებელი ამერიკული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ატლანტაში.

კოკა- კოლა ( კომპანია)


კომპანიის შექმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს ამერიკის პატარა ქალაქ ატლანტაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის - ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის ეზოში .

ყოფილი ამერიკელი კაპიტანი, კავალერისტი ონ პემბრონტონი, უსახსრობის გამო იძულებული გახდა მოეფიქრებინა რაიმე თავის სარჩენად, მან გადაწყვიტა ატლანტაში გაეხსნა პატარა ფარმაცეპტური კომპანია. პარალელურად იგი ატარებდა სხვადასხვა ქიმიურ ცდებს. ერთ დღესაც ჯონმა მოხარშა ახალი სიროფი და თავისი აღმოჩენის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს. მათ სიროფი ძალიან მოეწონათ და ურჩიეს რეცეპტის ჩაწერა.

ჯონ პემბერტონი ჯონ პემბერტონი

ძირითადი ინგრედიენტები რისგანაც იგი შედგებოდა იყო წილი კოკის ფოთლები ( ამ მცენარისგან იღებენ ნარკოტიკულ ნივთიერება კოკაინს) და ერთი წილი ტროპიკული ხის - კოლის ნაყოფი. თავდაპირველად სიროფის პირველი პორცია გაიყიდა აფთიაქიდან 5 ცენტად. აფთიაქის გამყიდველებმა სიროფში შეურიეს გაზიანი წყალი .

შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა-კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა-კოლის შემქმნელი .

image
აზა კენდლერი

აზა კენდლერმა დაიწყო კოკა-კოლას სარეკლამო კმპანია, რამაც კომპანიას მოუტანა განუზომლად დიდი პოპულარობა. სასმელი გახდა ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოთლებში ჩამოსხული კოკა-კოლის გაყიდვიდან მოგებამ მხოლოდ 1928 წელს გადააჭარბა ჩამოსასხმელი კოკა-კოლის მოგებას.

image
ლოგოს ცვლილება წლების მიხედვით



1898 წელს ატლანტაში აშენდა სამ სართულიანი კოკა-კოლის ოფისი .

1902 წელს ბაზარზე გამოჩნდა ახალი კონკურენტი - კომპანია პეპსი-კოლა.

1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის ნაკრებმა ჩაიტანა 1000 ყუთი კოკა-კოლა, სასმელმა ხალხის დიდი ინტერესი გამოიწვია. კოკა-კოლა გახდა ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო სპორტული თამაშების სისტემატიური სპონსორი.

1931 წელს მხატვარ ჰადონ სუნდბლომს შეუკვეთეს თეთრ-წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტუმის დიზანი. მხატვარმა სანტას სახე დაამატა ავტოპორტრეტის სახით.

image

1960 წელს დაიწყო სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის.

1977 წლიდან დაიწყო კოკა-კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.

image კოკა-კოლის ბოთლების ევოლუცია

1982 წელს გამოვიდა კოკა-კოლის ახალი სასმელი "დიეტური კოლა", რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.

2004 წელს ფერმერებმა ინდოეთში გამოიყენეს კოკა-კოლა პესტიციდების ნაცვლად, რადგან გაცილებით იაფი წყარო იყო იგივე შედეგის მისაღებად.

image

დღესდღეობით კოკა-კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა . იგი იყიდება 200-ზე მეტ ქვეყანაში .საშუალოდ, ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება 1 მილიარდი ბოთლი კოკა-კოლა.

სტატისტიკის მიხედვით წელიწადში კოკა-კოლა დახლოებით 3 მილიონ ტონა პლასტმასის შეფუთვას ქმნის. როგორც "ბიბისი" იუწყება ესაა დაახლოებით 200, 000 ბოთლია წუთში.

კომპანია კოკა-კოლას მსოფლიო მასშტაბით 700, 000 ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კალიფორნიაში კი, კოკა-კოლის სატვირთო ავტომობილის მძღოლები 1 საათში გამოიმუშავებენ დაახლოებით - -35 დოლარს.

2020 წელს კოკა-კოლის შემოსავალი 11%-ით შემცირდა და შეადგინა 33 მილიარი დოლარი.

0
367
1-ს მოსწონს
ავტორი:თენგიზ ლაცაბიძე
თენგიზ ლაცაბიძე
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0