x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135677
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
ვიდეო:ევროვიზიის გამარჯვებულმა მთელი მსოფლიოს თვალწინ ნარკოტიკი შეისუნთქა
image




იტალიური ჯგუფის Maneskin -ის სოლისტმა დავიდ დამიანომ ევროვიზიის აუდიტორია ორაზროვანი ჟესტით გააკვირვა. ეთერში ახალგაზრდა კაცმა ნარკოტიკი შეისუნთქა, მოგვიანებით თქვა, რომ ის უბრალოდ დავარდნილი ჭიქისთვის დაიხარა.






იტალიური ჯგუფის მთავარი მომღერლის ეს კადრი მოხვდა შოუს პირდაპირ ეთერში, როდესაც მაუწყებლის დირექტორმა მალტელი კონკურსანტიდან კადრი კონკურსის გამარჯვებულებზე გადაიტანა. Maneskin-ის სოლისტის ჟესტი საკმაოდ ერთმნიშვნელოვანი იყო.






ამის მიუხედავად, დავიდ დამიანომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, რომ ნარკოტიკი არ არსებობს და მან უბრალოდ ხელი გაიწოდა მაგიდიდან ჩამოვარდნილ ჭიქისკენ. მეორეს მხრივ, კადრში ჩანს: მას შემდეგ, რაც დავიდი ორაზროვან ჟესტს აკეთებს, მისი კოლეგა, კამერის შემჩნევისთანავე იდაყვით ანიშნებს მას ამის შესახებ.







ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2021 გაიმართა 18-22 მაისს როტერდამში. გამარჯვება მოიპოვა იტალიურმა როკ-ჯგუფმა Maneskin- მა კომპოზიციით "Zitti e buoni" -ი. მანამდე ჯგუფმა გამარჯვება მოიპოვა ნაციონალურ კონკურსზე სან- რემოში.




0
412
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0