x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც რუსულენოვან ოჯახებში გაიზარდნენ

image


რა ცოტა რამ ვიცით ჩვენი საყვარელი მსახიობებისა და სხვა ცნობილი ადამიანების შესახებ, და მიუხედავად იმისა რომ პერიოდულად მათზე სულ უფრო მეტ საგულისხმო დეტალს ვიგებთ, გგვგონია რომ მათ შესახებ უკვე ყველაფერი ვიცით, თუმცა რეალურად ეს სულაც არ არის ასე. მაგალითად, კინომოყვარებულების მხრიდან სულ უფრო დიდ გაოცებას იწვევს ჰოლივუდის ერთ - ერთი კაშკაშა ვარსკვლავის, ვუპი გოლდბერგის ოდესური ფესვები, რომელმაც თავისი არაჩვეულებრივი ნიჭით ბევრი ადამიანის გული მოინადირა. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ კიდევ რომელი ცნობილი მსახიობი გაიზარდა რუსულენოვან ოჯახში.






გვინეტ პელტროუ


image


კინოაკადემიის "ოსკარის" ლაურეატის, გვინეტ პელტროუს ოჯახი არც მეტი, არც ნაკლები - მინსკიდან არის. მათი საგვარეულო სახელი პალტროვიჩი გახლდათ, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი დიდი ბაბუა ემიგრაციაში ამერიკაში წავიდა, გვარი შეიცვალა და პელტროუ გახდა.







ლივ ტაილერი


image


ჰოლივუდის მომხიბვლელი მსახიობის ლივ ტაილერის ცნობილმა მამამ - ''აეროსმიტის'' ლიდერმა, სტივენ ტაილერმა ინტერვიუში თავისი უკრაინული ფესვების შესახებ არაერთხელ აღნიშნა. მისი თქმით, მისმა ბაბუამ (დედის მხრიდან) - ფელიქს ჩერნიშევიჩმა, მოგვიანებით გვარი შეიცვალა და ბლანჩი გახდა.






ვუპი გოლდბერგი


image


იცოდით, რომ მსახიობი დედის მხრიდან ოდესელი ებრაელების შთამომავალი რომ იყო?







ლიზა კუდროუ


image


ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ლიზა კუდროუს წინაპრები ბელორუსიის სოფელ ილიადან არიან. მისი ბებია მამის მხრიდან, რომელსაც გრუნია ერქვა, შტატებში სსრკ-დან გადავიდა, სადაც ლიზას მამა დაიბადა.







ნატალი პორტმანი



image


ფილმ "ლეონის" ვარსკვლავი ნატალი პორტმანი კიშინიოვიდან ებრაელთა შთამომავალია, რომლის ნამდვილი გვარი არც მეტი, არც ნაკლები - ჰერშლაგია. ოჯახი საცხოვრებლად მოლდოვიდან ჯერ ისრაელში, შემდეგ კი ამერიკაში გადავიდა.














0
250
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
250