x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135848
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510220
კრემლმა დაასახელა პირობა,თუ რა შემთხვევაში შეხვდება პუტინი ზელენსკის ყირიმის საკითხზე
image

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყნებმა უნდა განაგრძონ ორი ლიდერის შეხვედრის შესახებ მოსაზრებების გაცვლა.



რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა განიხილოს ყირიმის საკითხი თავის უკრაინელ კოლეგასთან ვლადიმერ ზელენსკისთან, თუმცა მხოლოდ როგორც მოსაზღვრე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის კონტექსტში. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.



”თუ ყირიმს განვიხილავთ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით - არა და რუსეთი თანამშრომლობს როგორც მოსაზღვრე, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებთან - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი მზად იქნება”, - თქვა მან "Москва. Кремль. Путин" -ის ეთერში.




შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ვლადიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინი მიიწვია "უკრაინის დონბასის ნებისმიერ წერტილში" შესახვედრად . ამის საპასუხოდ, რუსეთის ლიდერმა შესთავაზა კოლეგას მოსკოვში შეხვედრა, თავის მხრივ, ზელენსკიმ დასძინა, რომ ის მზად იყო მოლაპარაკებებისათვის და მისთვის შეხვედრის ჩატარების ადგილს მნიშვნელობა არ ჰქონდა.




რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევსა და მოსკოვს შორის დაიწყო საუბარი პუტინთან მისი მოლაპარაკებების ორგანიზებაზე, მოგვიანებით ეს ინფორმაცია კრემლმა დაადასტურა.

0
273
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0