x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკრაინელმა ძეხვში ვირთხის კუდი და თათები აღმოაჩინა(ფოტოები)
image

ჟიტომირელმა ეროვნულმა გვარდიელმა ოლეგ გავრილოვმა პრეტენზიები გამოთქვა ძეხვის მწარმოებელ კომპანიაზე, მას შემდეგ, რაც მან მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტში აღმოაჩინა ვირთხის კუდი და თათები.



მამაკაცმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ნაპოვნი "სიურპრიზის" ფოტოები და ვიდეოები. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სკანდალის დეტალები კაცმა თქვა, რომ მან ძეხვი იყიდა და თავიდან არც არაფერში ეჭვი არ შეპარვია. ვირთხის ნარჩენები მხოლოდ მაღაზიიდან შინ დაბრუნების შემდეგ იპოვა.


გავრილოვის თქმით, ის სამხედროა, მაგრამ ასეთ სიტუაციას პირველად მოხვდა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ მის მწარმოებლებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ შესაბამის პროდუქტზე.



"მე ვარ სამხედრო, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, ​​მერწმუნეთ, მაგრამ პირველად ვხედავ ძეხვს ვირთხის თათებით. ძეხვი ვიყიდეთ მაღაზიაში. ჩვენ ასეთ ქაქს ფრონტზეც კი არ გვაძლევდნენ, გეფიცებით. უბრალოდ შოკირებული ვარ, ვინ ვგონივართ?! უბრალოდ ცხოველები არიან ”, - დაწერა გავრილოვმა.

image


image


თუმცა, პოსტის კომენტარებში ბევრი მომხმარებელი დაეჭვდა და მამაკაცი დაადანაშაულა ყალბი ფოტოებისა და ვიდეოს გავრცელებაში(ამჟამად პოსტი აღარ იძებნება ფეისბუქზე)


."ეგრევ ჩანს, რომ იქ აშკარად მერეა ჩადებული"


"დადგმულია"


" მე არ ვიცავ უკრაინის ძეხვის მწარმოებლებს, მაგრამ ფოტო არადამაჯერებლად გამოიყურება. თუ ვირთხა მოხვდებოდა ფარშის აპარატში, მაშინ ფეხები და კუდიც ფარშად იქცეოდა . ძეხვი გამხმარი და ვირთხა ცინცხალი? როგორც ჩანს, ფოტო ყალბია. "


"რატომ გამოიყურება აბსურდილად ძეხვში უცხო სხეულაღმოჩენილი ყოველი ყალბი ვიდეო? ..


"ფეხი ფარშში შეერეოდა . ჩანს, რომ იგი იქ ცალკეა დადებული"




მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მამაკაცი აქეთ დაადანაშაულეს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ოდესაში ხორცის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საუკეთესო ქარხანაა.


"ასეთი განცხადებებით ხალხი დაუყოვნებლივ მოგვმართაბდა და მიმართავდა მარეგულირებელ ორგანოებს. ვინაიდან ეს ისეთი შემთხვევებია, რომლებიც უბრალოდ დაუშვებელია. მაგრამ რატომღაც, არცერთ მსგავს პოსტზე, რომლებიც ბოლო დროს იყო გამოქვეყნებული, არავის მოუმართავს ჩვენთვის, არც მომხმარებლის უფლებების დასაცავად და არც რომელიმე სახელმწიფო უწყების მიერ, ასეთი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ", - განაცხადეს საწარმოში.

1
182
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
182
  
2021, 22 მაისი, 20:44
ვაააჰ! :) გულისრევის ღიმილაკი რატომ არ აქვს ინტერმედიას ;)))
0 1 1