x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134675
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508866
რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი? - მეცნიერთა კიდევ ერთი ახალი ვერსია

image

დღემდე არ ვიცით დაზუსტებით, თუ რატომ განუვითარდათ ჟირაფებს გრძელი კისერი. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ კიდვ ერთი ჰიპოთეზა გაჩნდა.

სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ ჟირაფს გრძელი კისერი სჭირდება, რათა სავანაში უზარმაზარი ხეებიდან ფოთლები მოწყვიტონ პირით და საკვები მიიღონ ამ გზით. ზოოლოგები ამ ვერსიაში არ არიან ბოლომდე დარწმუნებული. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის ჟირაფის 2-2.5 მეტრიანი კისრის განვითარებას, გარდა ზემოთდასახელებული კვებითი ფუნქციისა და დარვინის მოსაზრებისა.

ერთი ვერსიით, გრძელი კისერი მამრი ჟირაფისათვის ძლიერი იარაღია მდედრისათვის ბრძოლაში. კისერი ჟირაფს ეხმარება საკვების მოპოვებაში, საფრთხის (მტაცებლის) უკეთ, შორიდან შემჩნევაში.

საერთო ჯამში, ყველაზე მცირე 6 ჰიპოთეზა მაინცაა ცნობილი, თუ რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი.ცოტა ხნის წინ ვაიმონგის უნივერსიტეტის სწავლულმა, გრემ მიტჩელმა და მისმა კოლეგებმა ავსტრალიიდან და იუარიდან (სამხრეთ აფრიკა) შემოგვთავაზა კიდევ ერთი ჰიპოთეზა.კერძოდ ისინი საუბრობენ გრძელი კისრის თერმორეგულაციურ ფუნქციაზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ცხელ და მშრალ სავანაში.

მეცნიერთა დასკვნით, წაგრძელებული კისერი ზრდის სხეულის ზედაპირსა და მასას შორის შეფარდებას, ხელს უწყობს ზედმეტი სითბოს ეფექტურ დაბრუნებას მიმდებარე სივრცეში. კისერსა და ფეხებს შორის წარმოქმნილი დამატებითი ფართობი, ზედაპირი, სივრცე კომპენსირდება შემცირებული თავითა და ტანით.ამასთანავე, ფეხებსა და კისერსაც აქვს შედარებით მცირე დიამეტრი და უზრუნველყოფს მზის დასხივების შემცირებას, ეს ხდება სითბოს შემცირების საფუძველი.

ამდენად, მიტჩელისა და მისი კოლეგების აზრით, გრძელი კისერი უქმნის ჟირაფს ხელსაყრელ სხეულის გეომეტრიას, რაც ეხმარება აფრიკის სავანაში, ცხელ უდაბნოში სითბოს რეგულაციაში (თბორეგულაციაში).

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0