x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
შეხვედით ბნელ ოთახში.. რას აანთებდით პირველს? - სახალისო გამოცანები
image


1. შესაძლებელია, თუ არა ადამიანი იმყოფებოდეს ოთახში თავის გარეშე, მაგრამ ცოცხალი იყოს?

2.რა შემთხვევაში ვერ დაიკავებთ მჯდომარე ბავშვის ადგილს, რომელიც ადგა უკვე?

3.რამდენი ჩიტი წაიყვანა მოსემ თავისთან კიდობანში, წარღვნის დროს?


4.შეხვედით ბნელ ოთახში, მაგრამ კარგად იცნობთ იქ ნივთების განლაგებას. გაქვთ მხოლოდ 1 ღერი ასანთი და შეგიძლიათ, აანთოთ ბუხარი, ნავთქურა, ან სანთელი. რას აანთებდით ყველაზე პირველს?

5. თუ დათვს კისერზე10-მეტრიანი ჯაჭვი აქვს, მაშინ რამდენი მეტრით შეუძლია, დაშორდეს გალიას?

6. პროფესიონალი ტყისმჭრელი ბრძანდებით და უნდა მოჭრათ ფიჭვი, მაგრამ მასზე ზის წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჩიტი, რომელსაც ვერ შეეხებით. როგორ მოჭრით ფიჭვს ისე, რომ იშვიათი ჩიტი არ შეაწუხოთ?

7. დამკვეთი უშუალოდ არ იყენებს მას და ხელოსანიც ამას ფაქტობრივად ყოველთვის ამზადებს არა საკუთარი თავისათვის, არამედ იმ ადამიანისათვის, რომელიც, იცის, რომ ვერც კი დაინტერესდება ნივთის ხარისხით. რა ნივთია ეს?

8.ეზოს ძაღლს ბიჭუნამ კუდზე მიაბა 100-გრამიანი კენჭებით სავსე ქილა. რა სიჩქარით უნდა გაიქცეს ძაღლი მოძალადისაგან ისე, რომ კუდზე მიბმულ ქილაში ქვების წკრიალი ვერ გაიგოს?

9. რომელი ხელით და რომელი მიმართულებით იქნება უფრო ადვილი ცხარე წიწაკიანი ცხელი სუპის მორევა - მარჯვენათი თუ მარცხენათი?




პასუხები:

1. დიახ, შესაძლებელია. საკმარისია, თავი ფანჯრიდან, ან კარიდან გაყოთ და ჩვეულებრივ ცოცხალი დარჩებით.

2. თუ ის თქვენ მუხლებზე იყო მოკალათებული, თქვენს მუხლებზე ხომ ვერ დაბრძანდებით?!

3. მოსეს არაფერი წაუყვანია, ნოემ წაიყვანა კიდობანში ცხოველები, ხოლო მოსეს საერთოდ არ აქვს კავშირი ამ მოვლენასთან.

4. ასანთს.

5.რამდენითაც უნდა, რადგანაც არაა ნათქვამი, რომ დათვი უეჭველად მიბმულია ამ ჯაჭვით.

6. უნდა დაელოდოთ, როდის გაფრინდება ფრინველი.

7. კუბო.

8.თუ უნდა, წკრიალმა არ შეაწუხოს, ძაღლი უნდა გაჩერდეს და არ გაინძრეს და შესაბამისად, სიჩქარე იქნება 0.

9.უმჯობესია, თუ სუპს კოვზით მოურევთ და არა ხელით, ხოლო მარჯვენათი თუ მარცხენათი, მნიშვნელობა არ აქვს.

0
452
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0