სხვა ჯაკომო კაზანოვა: 3 მითი გმირ - საყვარელზე, რომელიც სიმართლე გვეგონა 2021, 20 მაისი, 14:40 ვფიქრობ, რომ ჯაკომო ჯოვანი კაზანოვას შესახებ ყველაზე ზარმაცმაც კი იცის. ბევრისთვის "კაზანოვას" სახელი ქალების საბედისწერო მაცდუნებელთან ასოცირდება, რომელსაც არც თუ ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, მშვენიერი სქესის ასობით წარმომადგენელთან კავშირი მაინც ჰქონდა. წარმოშობით იტალიელი ქალების გულთამპყრობელი, ყველაფერთან ერთად მწერალი, ფილოსოფოსი და მეწარმეც გახლდათ. მისი პიროვნების გარშემო იმდენი ჭორ - მართალი დადის, რომ სიმართლის დადგენა ცოტა არ იყოს და რთულია, თუმცა დღევანდელ სტატიაში მაინც შევეცდები გავფანტო რამდენიმე მითი მისი პიროვნების შესახებ.დავიწყოთ იქიდან, რომ კაზანოვას სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ მის მიერ დაწერილი მემუარებიდან ვიცით, და თუკი იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ რომ მამაკაცებს საკუთარი "მიღწევების" გაზვიადება მეტისმეტად უყვართ, დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ რომ მათი ისტორიები - ტკბილი ტყუილია.მიუხედავად იმისა, რომ ჯაკომომ თავისი სასიყვარულო ურთიერთობები დეტალურად აღწერა, მკითხველს ეს საკმარისად მაინც არ მოეჩვენა და მისი პერსონის გარშემო ისეთი თავგადასავლების შეთხზვა დაიწყო, რომ თავად კაზანოვასაც კი გაუკვირდებოდა.მაშ ასე, გთავაზობთ ამ არაორდინარული პიროვნების გარშემო გავრცელებულ სამ ყველაზე მცდარ წარმოდგენას, რომელიც ყველას აქამდე სინამდვილე გვეგონა.კაზანოვას ურთიერთობა ბევრ ქალთან ჰქონდამრავალი წყარო რამდენიმე ასეულ ქალთან კაზანოვას კავშირის არსებობას ამტკიცებს, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ჰქმნის რომ თითქოს განურჩევლად ასაკისა და გარეგნობისა ის ყველას თავგზას ერთნაირად უბნევდა და საწოლში იტყუებდა. უცნაურია, არა? სინამდვილეში, ჯაკომოს მოგონებებში წერია, რომ ის 130 ქალთან იმყოფებოდა და ეს მხოლოდ 40 წლამდე, რაც იმ პერიოდის თავადაზნაურობის სტანდარტებით, დიდი მაჩვენებელი სულაც არ გახლდათ. ზოგიერთ მამაკაცს მასზე გაცილებით მეტი თავგადასავალი ჰქონია. ასე რომ ჩვენს ჯაკომოს ამ თვალსაზრისით რეკორდი სულაც არ მოუხსნია.კაზანოვა შთამბეჭდავი ზომების პატრონი იყოიმედგაცრუებაც ამას ჰქვია: ჯაკომო აბსოლუტურად ჩვეულებრივი მამაკაცი გახლდათ, რომელიც არანაირი განსკუთრებული "ღირსებებით" არ გამოირჩეოდა, მეტიც მას სრულყოფილი სხეულიც კი არ ჰქონდა. კაზანოვა წარმატებას ქალებთან ურთიერთობაში თავისი განსაკუთრებული უნარებითა და სწორი მიდგომით აღწევდა, ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხეულის სხვა მახასიათებელი.გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა და არც ისეთი გალანტური იყოაბსოლუტური სისულელეა! კაზანოვა არც მექალთანე და არც მატყუარა არ ყოფილა. ურთიერთობის დაწყებამდე ის ქალებს ყოველთვის წინასწარ აფრთხილებდა რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყო, და რომ მას სასიყვარულო კავშირისგან მხოლოდ სიამოვნების მიღება სურდა, მეტიც, ქალების გულთამპყრობელი ძალიან თავაზიანი, გალანტური და გულუხვიც გახლდათ, რომელიც სხვათა შორის, საკუთარ პარტნიორებს ყოველთვის ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა.1140 2-ს მოსწონს |