შოუბიზნესი საუკეთესო მეგობრები: ვარსკვლავები, რომლებსაც დიდი ასაკობრივი სხვაობა მეგობრობაში ხელს არ უშლის 2021, 20 მაისი, 11:05 ბევრის აზრით მეგობრობას ასაკი არ აქვს და ის სულაც არ არის დამოკიდებული პასპორტში მითითებულ ციფრებზე. მონათესავე სულები ერთმანეთს ყოველთვის და ყველგან პოულობენ. ალბათ, ყველა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვერდით ისეთი თანამოაზრის ყოლა, ვინც ყველა სიტუაციაში მხარს დაგიჭერს, ცხოვრებაში სწორ მიმართულებას მოგცემს და ისეთს მიგიღებს როგორიც ხარ, შენი ყოველი წარმატებით გაიხარებს და გაჭირვებაში არასდროს მიგატოვებს. აი, სწორედ ამას ჰქვია მეგობრობა. ასეთი მეგობრული კავშირები რეალურად არსებობს და ეს ცნობილი ადამიანებიც ამის ცოცხალი მაგალითები არიან.მონათესავე სულებისთვის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ კარგი მეგობრის პოვნა ყველა ასაკის ადამიანს შორის არის შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სტატიის გმირები ამის შესანიშნავი მაგალითები არიან, რომლებსაც დიდი ასაკობრივი სხვაობა მეგობრობაში ხელს არანაიარად არ უშლის.კარა დელევინი და ქეით ჰადსონიცნობილი ბრიტანელი მოდელი კარა დელევინი და წარმტებული ამერიკელი მსახიობი ქეით ჰადსონი 13 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, საუკეთესო მეგობრები არიან და თავისუფლ დროს ყოველთვის ერთად ატარებენ.სელენა გომესი და ჯენიფერ ენისტონიამ მეგობრულ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელზე მეტია, თუმცა გომესი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ენისტონი მისი არა მხოლოდ მეგობარი, არამედ უახლოესი ადამიანია. სელენა საკუთარ განცდებს ენისტონს ყოველთვის უზიარებს და მისგან ღირებულ რჩევებსაც იღებს, რაც მას მამაკაცებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით ეხმარება.მერილ სტრიპი და ჯენიფერ ლოპესიჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავმა მერილ სტრიპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან რთულია მის ახლო წრეში მოხვედრა, რადგან ის საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნებაა და მეგობრებს დიდი სიფრთხილით ირჩევს, თუმცა პუერტორიკოელმა ლამაზმანმა მაინც მოახერხა ამ საკმაოდ ვიწრო წრეში მოხვედრა და სტრიპის საუკეთესო მეგობარიც გახდა, რომელიც უკვე 71 წლის არის. ასაკობრივი სხვაობა ქალბატონებს შორის არც მეტი, არც ნაკლები 20 წელია, თუმცა ეს მათ მეგობრობაში ხელს საერთოდ არ უშლის.129 შეფასება არ არის |