x
ილია ჭავჭავაძის "ბაზალეთის ტბა" - განხილვა
ლეგენდის მიხედვით, ბაზალეთის ტბის ძირას არის ოქროს აკვანი, რომელიც იქ თამარ მეფემ ჩადგა. ქართველმა ხალხმა თავისი ცრემლით შეინახა და მტრისაგან დაიცვა აკვანი. არავინ იცის, თუ ვინ წევს აკვანში. ილიას ვარაუდით და სურვილით აკვანში წევს ყრმა, ადამიანი, რომელიც სჭირდება საქართელოს.


“ამბობენ, - თამარ დედოფალს

ის აკვანი იქ ჩაუდგამს,

და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით


ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

ამას კი აღარ ამბობენ -

აკვანში ვინ ჩააწვინა,

ან თვით ერმა თვისი ცრემლი

ზედ ტბად რისთვის დაადინა... ‘’


ყრმაში მოიაზრება ეროვნული გმირი. ყოველი ქართველი პატრიოტი ნატრულობს, რომ მოვიდეს გმირი და ქვეყანა იხსნას, დაუბრუნოს საქართველოს თამარისდროინდელი ძლიერება.


„იქნებ აკვანში ის ყმა წევს,

ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს

ჩუმის ნატვრითა ქართველი? “


აკვნის გარშემო საუცხოო წალკოტი ჰყვავის, რომელიც მუდამ მწვანეა, არასოდეს ჭკნება, მის მზიან ჩრდილებში მუდამ გაზაფხულია. ამ სამყაროში არ არსებობს დროის ფენომენი. პოეტმა დახვიხატა არარეალური, ზღაპრული სამყარო, რადგან იგი თვლის, რომ ეროვნულ გმირს სწორედ ასეთი გარემო შეეფერება.


“მწვანეა მუდამ წალკოტი,

არასდროს, თურმე, არ სჭკნება,

ქვეყნისა დროთა ტრიალსა

იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს

ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,

და იმის მზიან ჩრდილებში

მუდამ გაზაფხული არი. „


მწერალმა ყურადღება დაუთმო ერევნული გმირის აღზრდას. გმირის მოსავლენად მარტო მისი დაბადება არ კმარა. საჭიროა ადამიანი, რომელიც ამოიყვანს გმირს აკვნიდან და დედა, რომელიც აღზრდას.


“თუ ესე არის, ნეტა მას,

ვაჟკაცსა სახელოვანსა,

ვისიცა ხელი პირველად

დასწვდება იმა აკვანსა!

თუ ესე არის, ნეტა მას,

დედასა სახელდებულსა,

ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის

თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!’’


ლეგენდა ბაზალეთის ტბის შესახებ ილა ჭავჭავაძემ გამოიყენა თავისი ეროვნული იდეების გადმოსაცემად. პოეტმა ამ ლექსში ჩადო ეროვნული გმირის ძიების საკითხი. მან თავისი სათქმელი ალეგორიულად გვითხრა, რადგან იმდროინდელ რუსეთის იმეპრიაში შეუძლებელი იყო ეროვნულ გმირზე ხმამაღალი საუბარი.


0
2681
შეფასება არ არის
ავტორი:ანასტასია ჯინჭარაძე
ანასტასია ჯინჭარაძე
2681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0