x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ჩიკაგოს ქუჩებში 1000 მაწანწალა კატას გაუშვებენ
image

ჩიკაგოს(აშშ) მერიამ ცხოველების თავშესაფრებს მიმართა თხოვნით გადასცენ 1000 კატა, რათა ქალაქის ქუჩებში გაუშვან.


სხვათა შორის მსგავსი ღონისძიება პირველად არ ტარდება და უკვე აჩვენა ეფექტურობა: ქუჩებში და ეზოებში მაწანწალა კატების გაშვების შემდეგ მომატებული ვირთხების რაოდენობა მკვეთრად მცირდება.


თავშესაფრიდან გაათავისუფლებენ მხოლოდ იმ ცხოველებს, რომლებიც ქუჩიდან მოხვდნენ, რადგან მათ არა აქვთ დაკარგული ნადირობის ინსტიქტი.თუმცა ქალაქში გაშვებამდე კატებს წინასწარ აცრიან და სტერილიზაციას გაუკეთებენ.



კატების ქალაქში გაშვება უკონტროლოდ არ დარჩება: მათ მცირე ჯგუფებად დაასახლებენ საცხოვრებელ სახლებთან და კომერციულ დაწესებულებებთან, რაც უზრუნველყოფს მათ ზედამხედველობას.


ქალაქელები ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ ინიციატივას, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტურია, რადგან ვირთხები ათეულობით საშიში დაავადების გადამტანები არიან, ამასთანავე მახეებს ხშირად თავად მღრღნელებიც უგულებელყოფენ.

image

შენობაში 2-3 კატის ჩასახლების შემდეგ, იქ მაცხოვრებლებს შეუძლიათ 800 დოლარის ოდენობის თანხა მოითხოვონ მერიისგან რაც მათ ოთხფეხა მეგობრებს დასჭირდებათ საწოლების, გალიების, ტუალეტის ჯამების და ა.შ. შესაძენად, მაგრამ, მერიის განცხადებით, პროგრამის თითქმის არც ერთი მონაწილეს არ მიუმართავს თანხისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქელების გრძელი სიაა ჩამოწერილი, ვისაც ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება სურს.

0
507
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0