x
image
თუთიკო ბერძენა
მაკიაჟის ახალი მოდა, რომელიც თანდათან მკვიდრდება და მალე ტატუს ჩაანაცვლებს
ფანტასტიკური მაკიაჟი ერთი შეხედვით გამოიყურება, როგორც ხელოვნებისა და ხალისის ნაზავი, მაგრამ თანდათან იმდენად იკიდებს ფეხს, რომ სოციოლოგების პროგნოზით, მალე აქტუალური გახდება და ქუჩებს მოედებიან ასეთი, დღეისათვის უცნაური გარეგნობის ახალგაზრდები. ეს მხატვრების ვიზაჟისტებად დასაქმების შესაძლებლობას გააჩენს, თუმცა სხვა საქმეა, რამდენად მისაღებია მსგავსი ტენდენციები.
რუსეთსა და ევროპაში პლასტიკურ ქირურგებს უკვე აკითხავენ ახალგაზრდები ყურების წაგრძელების თხოვნით და ეს სტატისტიკა არც თუ ისე კეთილსაიმედოა. მოსკოვის, სტოკჰოლმის, მადრიდის, პრაღის და მრავალი სხვა დედაქალაქების ქუჩებში და წვეულებებზე უკვე გამოჩნდნენ ასეთი მაკიაჟებით ადამიანები. ქვეყანებში მოდის გავრცელება ძირითადად დედაქალაქებიდან იწყება.

დურიან პილი ბაუტისტა არის 22 წლის ფილიპინელ-ესპანელი საკმაოდ ძვირადღირებული ვიზაჟისტი, რომელიც ქმნის და ასევე ამზადებს ვიზაჟუსტებს ამ მიმართულებით.

ასე იყო ტატუც მიუღებელი და მას ერთ დროს მხოლოდ მამაკაცები იკეთებდნენ და ისინიც მხოლოდ მოკრძალებით, რადგან ტატუ ასოცირდებოდა კრიმინალურ სამყაროსთან, ციხეებთან და ზოგადად სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან. მაგრამ დღეს ტატუს არათუ მამაკაცის, არამედ ქალი მინისტრის სხეულზეც აღმოაჩენთ, მაგალითად, პლაჟზე ან სულაც მოხსენების გაკეთებისას პარლამენტში, როცა მინისტრი საუბრისას ხელის მოშველიებას იწყებს.

ტატუც თანდათან შემოვიდა და დამკვიდრდა და გამორიცხული არც ისაა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ პარლამენტების მაღალი ტრიბუნებიდან მოხსენებები ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ასე მოხატულმა პრეზიდენტებმა, პრემიერებმა, მინისტრებმა გააკეთონ და ღა თქმა უნდა დარბაზიდან ასეთივე გაპრანჭულმა, ყურწაწვეტებულმა დეპუტატებმა დისკუსია გამართონ. რას ვიზამთ? მოდაა და მოდას ხომ არ ჩამოვრჩებით?

საქმე ისაა, რომ თითოეულ მაკიაჟს თავისი სახელწოდება აქვს. თუმცა ჯერაც არ ვიცით, რომელს აირჩევს პოლიტიკური ისტებლიშმენტი და რომელს დაბალი სოციალური ფენის, რიგითი წარმომადგენლები. თუმცა ეს ძვირადღირებული "სიამოვნების" საშიალება და ფინანსები ამ უკანასკნელებს მაინც არ შეეძლებათ და ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ისინი დარჩებიან ადამიანურ სახეებად ბოლომდე...

მაკიაჟის სახელწოდებები ასე თუ ისე, მაინც საქმიანია...

1. პროაქტიული მიზნები


image


2. მეტი სარგებელი ხალხს

image


3. კულტურის პრიორიტეტულობა

image


4. ამბიციური გეგმები

image

5. ტოლერანტობა

image


6. გარემოზე ზრუნვა

image


7. ინოვაცია
image


8. მეცნიერული მიღწევები
image


9. ცხიველთა უფლებების დაცვა

image

10. ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა

image

11. აგრარული პროგრამები

image

12. ანტიდისკრიმინაციული რეგულაციები

image

13. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

image

14. ბიუჯეტის ასიგნებები

image

15. შრომა, შრომა და მხოლოდ შრომა
image
ის, რაც ადრე წარმოუდგენლად მიაჩნდათ, დღეს ჩვეულებრივ მოვლენებად და საგნებად მიაჩნიათ.
ასეთია კაცობრიობის დამოკიდებულებები ზოგადად სიახლეების მიმართ

3
538
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
538
  
2021, 19 მაისი, 15:50
და ამ დროს მე, ლაინერსაც რომ ვერ ვისვამ ერთნაირს თვალებზე :დ
0 1 3