x
image
მადამ ფისუნია
ბავშვთა თვალით დანახული რადიკალურად განსხვავებული ორი სამყარო
imageუგურ გალენკუში, სტამბოლში მცხოვრები ციფრული მხატვარი და ფოტოგრაფი.ის ქმნის კოლაჟებს, რომლებიც ორი სურათის ერთმანეთთან დალაგებით მიიღება, მათ შორისაა დღევანდელი ყველაზე გაბედული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრები.

განსხვავებული რეალობის სურათების კონტრასტული კავშირი გზით, ავტორი ცდილობს აჩვენოს მთელი რიგი ინტენსიურად აქტუალური საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს დღევანდელ ბავშვებზე: ომიდან დაწყებული სიღარიბე, შიმშილი, ბავშვთა ტრეფიკინგით, ბავშვთა შრომით, ბავშვთა ჯარისკაცობით, იმიგრაციით, ჯანდაცვისა და განათლებით დამთავრებული. ბავშვების ძირითადი უფლებების დარღვევამ აიძულა გამოექვეყნებინა ეს წიგნი, რომელიც აჩვენებს კაცობრიობის ორ მხარეს, რომელიც ჩვენ, ნებით თუ უნებლიედ კოლექტიურად შევქმენით.

წიგნს საფუძვლად დაედო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც 1990 წლიდან ამოქმედდა. თითოეული კოლაჟი წარმოადგენს გაეროს მიერ განსაზღვრულ ბავშვთა ერთ-ერთ უფლებას და თან ახლავს სტატისტიკა, რომელიც მიუთითებს იმ მწვავე რეალობებზე, რომლებიც ბავშვებს მსოფლიოში საფრთხეს უქმნის.

ავტორი იმედოვნებს, რომ ამ წიგნით მოზრდილების ცნობიერების ამაღლებას გამოიწვევს, იგი მოუწოდებს ყველას, რომ სიხარბე და საკუთარი ეგო მივატოვოთ და ვაქციოთ სამყარო დღევანდელი ბავშვებისთვის უკეთეს ადგილად.


ეს წიგნი ეძღვნება მსოფლიოს ყველა ბავშვს: ღარიბს ან მდიდარს, განვითარებულ ქვეყნებში ან განუვითარებელ ქვეყნებში მცხოვრებს, განათლებულს ან გაუნათლებელს, მშიერს ან მაძღარს, ან მკვდარსაც და ცოცხალსაც!


ეს წიგნი მოქმედებისკენ მოწოდებაა!

0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0