სხვა იცოდით, როგორი წყალი უწყობს ხელს სიმსუქნეს? 2021, 18 მაისი, 11:53 წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს 7 დღესაც. წყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს. 18 წლის ასაკისთვის, ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე, ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.
ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის. წყალი უნივერსალური გამხსნელია, იგი ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს (გადააქვს მკვებავი ნივთიერებები, ანტისხეულები, ენზიმები, მეტაბოლიზმის პროდუქტები და ა.შ), გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას. წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება უზარმაზარი რაოდენობით და ბუნებრივ პირობებში სამივე აგრეგატულ (ფიზიკურ) მდგომარეობაში - მყარი, თხევადი და აირადი (ორთქლი). რატომღაც ადამიანის უმეტესობა თვლის, რომ რაც მეტი რაოდენობის წყალს მიიღებს დღეში, მით უფრო სწორი და სასარგებლოა, რომ ამით ხელი შეეწყობა ნივთიერებათ ცვლის სწორ და სწრაფ პროცესს და ასევე ჩერდება დაბერების პროცესი. თუმცა ეს ასე არ არის! მაგრამ, საინტერესოა თუ იცით, როგორი წყალი უწყობს ხელს გასუქებას? დიეტლოგებმა ისრაელიდან დაადგინეს, რომ გაზიანი წყალი, რომელიც წლების განმავლობაში ყველას უსაფრთხო და სასარგებლო ეგონა, სიმსუქნეს იწვევს. ამ დასკვნამდე ითვლებოდა, რომ ის უსაფრთხო იყო თუნდაც კუჭის წყლულის მქონე ადამიანებისთვის. საქმე იმაშია, რომ ნახშირბადოვანი გაზი მადას აღვიძებს. ასევე, ის ააქტიურებს გრელინის ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია დაარეგულიროს ორგანიზმში შიმშილი. ჰორმონი გრელინი აწვდის ტვინს სიგნალს შიმშილის გრძნობის განვითარებაზე. ამიტომ, ახალი მირთმეული რომ გქონდეთ სადილი და დალიოთ გაზიანი წყალი, ის კვლავ გამოიწვევს თქვენში შიმშილს ან ჭამის სურვილს. შედეგები ექსპერიმენტულია მღრღნელებზე და გაირკვა, რომ იმ მღრღნელებმა, რომლებსაც გაზიან წყალს ასმევდნენ, საგრძნობლად მოიმატეს წონაში, ხოლო რომლებიც ჩვეულებრივ წყალს სვამდნენ, არა. იხილეთ აგრეთვე: რატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უზმოზე თბილი წყლის დალევა! ძილის წინ აუცილებლად დალიეთ ეს სითხე, თუ გინდათ, რომ... არ დალიოთ დღეში 8 ჭიქა წყალი, საშიშია! 739 9-ს მოსწონს
|