x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სუმოს მებრძოლების ყოველდღიური რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
image


სუმო ალბათ, ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სპორტის ის სახეობაა, რომლის შესახებაც ხშირად არც პრესაში წერენ და არც ტელევიზიით საუბრებენ. მოგეხსენებათ, სუმო იაპონური ნაციონალური სპორტის მეტად პოპულარული სანახაობაა, რომელიც დაახლოებით 2 000 წლის წინ "ამომავალი მზის" ქვეყანაში წარმოიშვა, თუმცა პოპულარულ სპორტულ მოვლენად ის მხოლოდ XVII საუკუნეში იქცა. ასე რომ, თუ ამ სპორტის სახეობის ერთგული გულშემატკივარი არ ხართ, შესაბამისად, მის შესახებ არც ბევრი რამ გეცოდინებათ. როგორც ცნობილია, შეჯიბრისას ერთმანეთს შესაძლოა სხვადასხვა წონითი კატეგორიის სპორტსმენები შეხვდნენ, რომელთა მიზანიც - მოწინააღმდეგის რინგს გადაღმა გადაგდება ან სხეულის რომელიმე ნაწილით მისი მიწის ზედაპირთან შეხებაა.


image


იაპონიაში არის ტაძარი, სადაც საუკეთესო სუმოისტები იკრიბებიან. იქ ისინი იკვებებიან და ვარჯიშობენ კიდეც. დილით ადრე, საუზმამდე სუმოს მებრძოლები სამსაათიან ვარჯიშზე მიემართებიან.


image


რის შემდეგაც, დამსახურებული საუზმის დროც მოდის, მოჭიდავეებს საკვების შეზღუდვა არ აქვთ, ვინაიდან თავადაც კარგად მოგეხსენებათ რომ სუმოში - მთავარი წონაა.


image


კალორიების დღიური ნორმა სუმოს მებრძოლისთვის არც მეტი, არც ნაკლები - 8000 კალორიას შეადგენს. კვების შემდეგ სუმოისტები როგორც წესი, დასაძინებლად მიდიან, თუმცა აუცილებლად ჟანგბადის ნიღბით, რათა მოსვენებისას მათ სუნთქვა არ გაუჭირდეთ.


image


სუმოისტის კარიერა 30-35 წლის ასაკში მთავრდება, რის შემდეგაც, ბევრი მათგანი მწვრთნელის კარიერას იწყებს ან სპორტულ სექციებს ხსნის, ზოგიც წონაში იკლებს და ცხოვრებას თავიდან იწყებს.


image


სუმოისტების პენსია მათი გამარჯვებების მიხედვით ჯამდება, თუმცა მებრძოლები საშუალოდ, დაახლოებით 60-65 წელს ცხოვრობენ, რაც იაპონიისთვის ძალიან მცირეა. სუმო სახიფათო სპორტია, რადგან არასწორი კვებისა და ჭარბი წონის გამო ბევრი სპორტსმენი არაერთი დაავადების გაჩენის რისკ ჯგუფშია (დიაბეტიდან დაწყებული გულის შეტევით დასრულებული).











0
844
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
844