საბუნებისმეტყველო რეალობა, თუ ილუზია – მარსზე ტყე აღმოაჩინეს. არსებობს, თუ არა სიცოცხლე მარსზე 2021, 19 მაისი, 18:23 აპარატები, რომლებიც მთვარეს და მარსს იკვლევენ, დედამიწაზე ხშირად, იდუმალებით მოცული ობიექტების ფოტოებს გზავნიან. მეცნიერები ვერ ხსნიან, თუ რა არის მათზე ასახული. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ობიექტები ცივილიზაციის ნაშთებს მოგვავონებენ. ძირითადად, ეს შეიძლება კომუნიკაციების კვალი ან წარმოუდგენელი ფორმის ქვები იყოს, რომლებიც დედამიწაზე არსებულ არტიფაქტებს წააგავს. თუმცა, არსებობს ფოტოები, რომლებზეც ასახულია ხეებია, უფრო სწორედ ტყე, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას ფარავს. ფოტო მარსიდან ხეები მარსზე
ობიექტები მარსის ზედაპირზე, რომელიც ძალიან ჰგავს ხის გვირგვინებს არსებობს, თუ არა სიცოცხლე მარსზე კონსპირატორების ვერსიით, ეს ყველაფერი რეალურად არსებობს, თუმცა უბრალო მოკვდავებისთვის ასეთი ფოტოები ხელმისაწვდომი არ არის. უკვე დიდი ხანია, რაც ჭორი დადის, რომ მარსზე ცივილიზაცია არსებობდა. მაგრამ, ის განადგურებულია, ან ნაწილობრივ შენარჩუნდა. ამ თეორიის მტკიცებულებად კი, მათ მარსზე გადაღებული, იდუმალი ობიექტების ფოტოები მოჰყავთ, რომელთა შორის არის: ნაგებობების ნაშთები, პირამიდები, გზები და ა. შ. ასევე კითხვებს პლანეტის ფერიც აჩენს. ოფიციალური ვერსიით, — მარსის წითელი, ან ღია ყავისფერი ფერი, მისი ზედაპირის გრუნტის ფერით არის განპირობებული. თუმცა, როგორც აღნიშნული თეორიის ავტორები ამტკიცებენ, ფოტოებს, ქსელში გაშვებამდე, რედაქტირებას უკეთებენ და წყალს და მიწას, თითქმის ერთფეროვნად წარმოადგენენ. იდუმალი ობიექტები მარსის ზედაპირზე მეცნიერების დასკვნა კი ასეთია, რომ ფოტოზე დაფიქსირებული ტყის მასივის ფორმის ობიექტებს, სავარაუდოდ, ქვიშა ქმნის, რომელიც ძლიერი ქარის დროს, გადაადგილდება. იმედია, დრო გვაჩვენებს, თუ ვისი მოსაზრება უფრო სწორია. მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია, რომ პლანეტას მასზე გადაღებული ფოტოებით დავაკვირდეთ. ჩვენი სამყარი ხომ სავსეა იდუმალი მოვლენებით, რომლებიც უჩვეულოდ გვეჩვენება: მაგ., ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილი პირამიდები, რომლებიც ფორმით, ეგვიპტურს ჰგავს. თუმცა, ეგვიპტის პირამიდებთან დაკავშირებითაც, ბევრი რამ დღემდე გასარკვევის... არხის სხვა სიახლეები:2. მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს 3. რას მალავდა სტალინი თავროსის მთაში 4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში 5. «ჯოჯოხეთის კარიბჭეს» საიდუმლო ამოხსნილია 733 2-ს მოსწონს
|