მოვლენები
არანაირი შარვალი და კიდევ რამდენიმე აკრძალვა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებმა უნდა დაიცვან
2021, 15 მაისი, 15:07
სამეფო ოჯახის წევრობა - პრივილეგია და უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც მრავალი წესისა და ტრადიციების დაცვას გულისხმობს და რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა სამოსის არჩევანზეც ვრცელდება. დღევანდელ მიმოხილვაში საუბარი გვექნება იმ ჩაცმის სტილის პროტოკოლზე, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველა წევრი ზედმიწევნით იცავს. ამ წესების გათვალისწინება არც მათთვის იქნება ზედმეტი, ვისაც სურს რომ ყოველთვის და ყველგან ელეგანტურად გამოიყურებოდეს. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ მეგანსა და ქეითს ჰერცოგინიას როლში კატეგორიულად თუ რისი გაკეთება ეკრძალებათ, თუმცა ზოგჯერ ისინიც კი არღვევენ ამ მკაცრად გაწერილ წესებს, რითიც საკუთარ, ერთგულ თაყვანისმცემლებსაც აღაფრთოვანებენ.
სამეფო ოჯახის წევრ ქალბატონებს, ჩანთა როგორც წესი, ყოველთვის მარცხენა ხელში უჭირავთ.
საქორწილო კაბებს ყოველთვის წინასწარ დედოფალს უჩვენებენ.
ე.წ. კლაჩს სხვა დანიშნულებაც აქვს - მაგალითად, დეკოლტის დაფარვა
სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ქალბატონები ხშირად ხელჩანთებს მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ ხელის ჩამორთმევამ არ მოუწიოთ.
დედოფლის თანდასწრებით პლატფორმიანი ფეხსაცმლის ტარება აკრძალულია.
დამძიმებული ნაკერი - ხრიკი, რომელიც ქარიან ამინდში კაბას აფრიალებისგან იცავს.