სხვა წარსულის 16 ფოტო, რომლის ნახვისას ნამდვილად გაგიხარდებათ რომ თანამედროვე სამყაროში ცხოვრობთ 2021, 15 მაისი, 13:53
ისტორიას ფოტოზე უკეთ ალბათ სხვა არაფერი ინახავს. წარსულის იშვიათ და უნიკალურ კადრებზე მთელი ისტორია, ცხოვრებაა ასახული, რომლის სიტყვებით გადმოცემაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი ფოტოების თვალიერება საათობით შეიძლება, რადგან დარწმუნებული ხარ რომ რაღაც ძალიან ძვირფასს და ღირებულს ეზიარები. ზოგიერთი ისტორიული მოვლენა დამთვალიერებელში მხოლოდ ერთ განცდას - გაოცებას იწვევს. ქვემოთ წარმოდგენილი ამ 16 ფოტოს ხილვისას, თავს იღბლიანად არაერთხელ იგრძნობთ, ვინაიდან სწორედ ახლა დაიბადეთ და არა მაშინ! თქვენ წინაშეა წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი იშვიათი ფოტოკადრები, რომლებიც მსოფლიოს სულ სხვაგვარად დაგანახებთ.
სტალინის მრჩეველები როგორც მოულოდნელად "ქრებოდნენ", იმავე ტემპით ისინი მისი ფოტოებიდანაც "უჩინარდებოდნენ"
დიახ, სიტყვა "გაქრობაში" იგულისხმება ზუსტად ის, რაც ახლა გაიფიქრეთ. მათ კლავდნენ ან ბანაკებში უშვებდნენ.
"შავფეხიანთა" ტომის ინდიელი ბელადი სტუდია "Smitsonian" - ში ჩაწერისას
ამ ტურისტებს 1951 წელს, სეკვოიას ეროვნულ პარკში სეირნობისას თავში არც ისე ცუდი იდეა მოუვიდათ.
შესაძლოა, იქ პარკირება მათი მხრიდან მართლაც დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო... თუმცა მის ქვეშ გაძრომა - ნამდვილი ცდუნება კი იყო!
ცნობილი ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი საკუთარ ეტლში მოკალათებული, რომელშიც შებმული არც მეტი, არც ნაკლები - თხა გახლავთ, 1953 წელი
დროის მანქანას იმ პერიოდში რომ გადავეყვანეთ - დიდი ალბათობით, დალის ისეთივე მზერით "დავაჯილდოვებდით" როგორც ფოტოზე წარმოდგენილი გამვლელები
კატის კნუტი ვიქტორიას ფოთოლზე (წყლის მცენარე, რომელსაც უზარმაზარი ფოთლები და დიდი ყვავილები აქვს), ფილიპინები, 1935 წელი
ბიჭები ფილმიდან "სამი იდიოტი", რომლებიც სინამდვილეში ექვსნი იყვნენ და თან უმეტესობა ძმები!
ძმები რინგლინგების, ბარნუმისა და ბეილის ცირკი, 1924 წელი
ცირის მესვეურნი წარმოდგენებში ძირითადად, გამორჩეული ფიზიკური მახასიათებლებით დაბადებულ ადამიანებს აკავებდნენ... რა ბედნიერებაა, რომ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად სამედიცინო დახმარება სჭირდებათ ასე დაუნდობლად აღარ ექცევიან.
შემზარავი კოსტიუმი წყალქვეშ ყვინთვისთვის
გაურკვეველი მიზეზების გამო, აღნიშნული ფოტო ერთგვარ შფოთს ბადებს. სავარაუდოდ, ეს ფლორიდაა, 1950-იანი წლები.
ეს ფოტო თითქმის 100 წლის წინ არის გადაღებული.
ამდენი ამორძალი მეომარი ერთ ადგილზე მობილიზებული ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია! რას იტყვით?
1966 წელს ისინი სარკეებში იყურებოდნენ რათა დედოფალი ელისაბედი დაენახთ... ახლა კი ისინი უკვე ტელეფონებმა ჩაანაცვლეს.
ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი, მთვარეზე ფეხის დადგმამდე ორი წლით ადრე, აუზში წვრთნის დროს, 1967 წელი
"კოსმოსი ასეთი იქნება" - ამბობდნენ ისინი და თან ამტკიცებდნენ "ზუსტად ისეთი, როგორც წყალი", სავარაუდოდ, ნილ არმსტრონგს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა - ყოველ შემთხვევაში, კოსმოსი არ იყო იმდენად სველი, როგორც ამ წვრთნის დროს.
ნებისმიერს შეეშინდებოდა ...
გათავისუფლების შემდეგ 1945 წელს, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები ყოფილ "კაპო" - პატიმარს ფიზიკურად უსწორდებიან, რომელიც ბანაკში მეთვალყურედ მუშაობდა.
შეიძლება ეს შეერთებული შტატების მთავარი ქალაქია ... მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ გართობის ადგილი არ არის!
ბოსების ბოსი
პოპულარული მკვლევარი პეტერ ფრეიხენი მეუღლესთან დაგმარ ფრეიხენ-გეილთან ერთად. ეს ცნობილი ანთროპოლოგი გიგანტური აღნაგობის იყო და ხის ფეხით გადაადგილდებოდა. ერთხელ გამოქვაბულში როდესაც ის ზვავის ქვეშ მოჰყვა, გასასვლელი მან საკუთარი ფეკალიებისგან დამზადებული დანით გაჭრა.
ბრიტანელი მყვინთავი - მეზღვაურები D ვიტამინისა და "მზის თერაპიის" მიღებისას
მეფეს ამის შესახებ არასდროს უხსენებია, მაგრამ ის, რაც ამ ფოტოზე ხდება დიდი უსამართლობაა
1956 წელს ელვის პრესლი ტენესის სასადილოში საუზმობისას - იქ იმ დროს სეგრეგაციული კანონები მოქმედებდა, რის გამოც ფერადკანიანი ქალბატონი იძულებული იყო ფეხზე მდგარიყო, როცა დანარჩენები ისხდნენ.
|