x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
«ჯოჯოხეთის კარიბჭეს» საიდუმლო ამოხსნილია

image


ახალი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა «ჯოჯოხეთის კარიბჭეს» საიდუმლო ამოხსნეს, რომელიც რომაელებმა ფრიგიაში (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია, კაპადოკიასა და ლიდიას შორის) ააგეს. ინფორმაციას აღმოჩენის შესახებ, Archaeological and Anthropological Sciences–ი ავრცელებს.

მეცნიერების აზრით, იმ დროს შენობა ღმერთებისთვის მსხვერპლის შესაწირად გამოიყენებოდა. ხალხს იქ ხარები და სხვა რქოსანი პირუტყვი მიჰყავდათ და ტოვებდნენ. ხოლო, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცხოველი გაურკვეველი მიზეზით კვდებოდა.


image


როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, შინაური ცხოველები, გამოქვაბულის შესასვლელთან, მართლაც შეიძლებოდა დაღუპულიყვნენ. ხოლო მიზეზი, აირში ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია იყო, რომელიც დედამიწის სიღრმიდან ამოდიოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოქვაბული, 10 წლის წინ, სალენტოს უნივერსიტეტის (The University of Salento) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოიძიეს შესაბამისი ინფორმაცია აღნიშნული ისტორიული ობიექტის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მას «ჯოჯოხეთის კარიბჭის» გარდა, «პლუტონის კარიბჭესაც» ეძახდნენ, მიწისქვეთის და სიკვდილის ღმერთის, პლუტონის საპატივცემულოდ.

გამოქვაბულს, რომელსაც ძველი რომაელები მიწისქვეშა სამყაროში შესასვლელ კარიბჭედ მიიჩნევდნენ, ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ. წ. აღრ. 64 – 24 წწ.) შემდეგნაირად ახასიათებს:

«ეს ადგილი ნისლით არის მოცული, ის იმდენად სქელია, რომ ფეხქვეშ მიწის დანახვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ნებისმიერი ცხოველი, რომელიც შიგნით შედეი, მომენტალურად იღუპება. მე ბეღურა შევაგდე და მან სული მაშინვე განუტევა».


image«ჯოჯოხეთის კარიბჭე» (რეკონსტრუქცია)


გამოქვაბულის შესასვლელის სიახლოვეს გადამფრენი ფრინველები დღესაც იღუპებიან. აღმოჩნდა, რომ ათასი წლის შემდეგაც, ეს ადგილი, ცოცხალი ორგანიზმებისთვის ისევე სახიფათოა, როგორც მაშინ იყო. ხოლო მიზეზი, როგორც დუისბურგ–ესენის (Universität Duisburg-Essen) ვულკანოლოგი ჰარდი პფანზა აცხადებს, მიწისქვეშა სეისმური აქტივობებია: ბზარიდან, რომელიც მიწის სიღემეშია, დიდი რაოდენობით ვულკანური ნახშირორჟანგი ამოდის. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოქვაბულში ამ აირის დონე 90%–მდე აღწევს, ხოლო გამოქვაბულის შესასვლელთან და მის წინა მოედანზე, მომწამლავი აირის მაღალი კონცენტრაცია, მიწის ზედაპირიდან მხოლოდ 40 სმ-ის სიმაღლემდე ვრცელდება. მეცნიერები სწორედ ამით ხსნიან იმ ფაქტს, რომ გამოქვაბულთან მისულ ადამიანებს არაფერი ემართებოდათ.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:imageimageimage

1. გვგონია, რომ ადგილზე ვდგავართ, სინამდვილეში, 108 000 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობთ — 10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი დედამიწის შესახებ (+ ვიდეო)

2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის

3. რას მალავდა სტალინი თავროსის მთაში

4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში

5. საბჭოთა კოტლეტის საიდუმლო ინგრედიენტი და მომზადების წესი

6. წარღვნის დროს ეგვიპტის პირამიდები წყლით იყო დაფარული. მტკიცებულება, რომ პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული

0
1372
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0