x
image
მადამ ფისუნია
DOTA 2 Dragon Knight - გმირის ისტორია
image

დიდი ხნის წინ დედამიწაზე ცხოვრობდნენ დრაკონები. ისინი თავს ესხმოდნენ ხალხს, ანადგურებდნენ საქონელს და წვავდნენ სოფლებს, მათი შემჩერებელი კი არავინ იყო. ერთ-ერთი ასეთი დრაკონი იყო სლაირაკი, რომელიც უძველესი რასის ელდვურმის წარმომადგენელი იყო, ამავე რასას ეკუთხნოდა ასევე აუროტი - ვინთერ ვივერნი. ელდვურები, როგორც ცნობილია, სუნტქავდნენ ცეცხლით, ყინულით და შხამით.

სხვა რასებისაგან ისინი გამოირჩეოდნენ იმით, რომ საუკუნეები ცოცხლობდნენ და იყვნენ ბრძენნი და სწორედ ისინი ანადგურებდნენ მოსავალს და დაუნდობლად წვავდნენ სოფლებს.

ერთ სოფელში იზრდებოდა პატარა ბიჭი სახელად დევიონი. ერთ დღეს ბიჭმა დაინახა საკუთარი სოფლის თავზე როგორ მოფრინავდა დრაკონი და ყველაფერს წვავდა.


ამ მოვლენამ სრულიად შეცვალა ბიჭის ცხოვრება და დაიფიცა, რომ ერთ დღესაც აუცილებლად მოკლავდა ამ დრაკონს. ბიჭმა დაიწყო ვარჯიში და სწრაფვა რომ შეესწავლა საბრძოლო ხელოვნება და გამხდარიყო რაინდი. გავიდა წლები და ის მართლაც უბადლო მებრძოლად ჩამოყალიბდა, დადიოდა ქვეყანაზე და ეძებდა თავის მტერს, ამავდროულად გზადაგზა ეხმარებოდა ადგილობრივებს ბოროტებასთან ბრძოლაში.

ერთხელაც, დევიონი ჩავიდა სამეფო კანდენასში რომელსაც წლების განმავლობაში ატერორებდა დრაკონი სახელად ულდარაკი. კანდენასის მეფეები წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ დრაკონთან ბრძოლაში.

როდესაც ერთი მეფე მეორეთი იცვლებოდა დრაკონი უფრო მეტი ხარკის გადახდას ითხოვდა ოქროსა და მაგიური არტეფაქტების სახით.

ერთ დღეს დაქვრივებულმა დედოფალმა, რომელსაც მალე საკუთარი ვაჟი უნდა გაემეფებინა, დევიონს სთხოვა შებრძოლებოდა დრაკონს, თუმცა გამარჯვების იმედი არ ჰქონია. დევიონი მართლაც შეებრძოლა და ყველას გასაოცრად მოკლა კიდეც დრაკონი. გახარებულმა ახალმა ხელმწიფემ მოითხოვა დრაკონის თავის ქალისა და რქებისაგან მისთვის გამარჯვების ნიშნად მუზარადი შეექმნათ. პირველი დრაკონი დამარცხებული იყო, თუმცა დევიონი არ წყვეტდა თავისი დაუძინებელი მტრის, სლაირაკის ძებნას. დადიოდა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ეძებდა. ამასობაში მან კიდევ ერთი დრაკონი, სახელად ალუი ვივერნიც მოკლა, რომელიც ასევე არბევდა სოფლებს და მისი ტყავისაგან დაამზადა საკუთარი აბჯარი.

გავიდა წლები და დევიონმა ერთ-ერთ გამოქვაბულში როგორც იქნა მაინც მიაგნო საკუთარ მტერს. რაინდი მოემზადა საბრძოლველად მაგრამ დაინახა, რომ დრაკონი უკვე ძალიან მოხუცებული იყო, ვერც ცეცხლს აფრქვევდა, კლანჭებიც მოტეხილი ჰქონდა სიარული უჭირდა, ვერ დაფრინავდა და ლპებოდა, (შესაძლოა ცეცხლოვანი კუილებიც ეპარებოდა ვინ იცის?)

დევიონმა ასეთ საცოდავ მდგომარეობაში მყოფი დრაკონი რომ დაინახა შეებრალა და გადაწყვიტა აღარ მოეკლა, რადგან ის ისედაც კვდებოდა. მოტრიალდა და წასვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს ყურში დრაკონის ჩურჩული მოესმა, ის ეხვეწებოდა რომ მოეკლა და გაეთავისუფლებინა საშინელი ტანჯვისაგან.

რაინდმა ხმალი იშიშვლა და დრაკონს ყელში ჩაარჭო, მოულოდნელად დრაკონმაც ჩაასო დევიონს თავისი ეშვი და საკუთარი სისხლი მისსაში აურია.

სისხლის გარევის შედეგად დრაკონმა დევიონს გადასცა მთელი თავისი ძალა, უნარი და სიბრძნე, ამის შემდეგ დაიბადა ახალი გმირი დრაკონის რაინდი (იგივე დრაგონ ნაითი), უსაზღვრო ძალითა და დრაკონის მაგიური შესაძლებლობებით.

სლაირაკის სისხლი მოძრაობდა დრაგონ ნაითის ვენებში, მას შეეძლო დრაკონად გარდასახვა და ლეგენდებიც მის შესახებ სწრაფადვე გავრცელდა ხალხში. მხოლოდ რამოდენიმე რჩეულს (რომლის სხეულშიც იყო დრაკონის სისხლი) შეეძლო მაგიური ძალის გამოყენება, ტრანსფორმაცია და ამ ძალის შთამომავლობისთვის გადაცემა.

0
5
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0