x
image
ირინა მ.
რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც)

image

ტრადიციები და ჩვეულებები, რომელიც მცირე ხალხებში შემორჩა, ხშირად აოცებს თანამედროვე ადამიანს. მაგალითად, უკიდურეს ჩრდილოეთში მაცხოვრებელი ჩუქჩები პატივს სცემენ თავიანთ უძველეს კანონებს, რითიც ანცვიფრებენ ქვეყნის სხვა მაცხოვრებლებს. კერძოდ, ამ ხალხის წარმომადგენლების თავისებურებაა ცოლების ერთმანეთში გაცვლა და ჯგუფური თანაცხოვრება. რატომ გაჩნდა მათთან ასეთი ტრადიცია?

image

პირველყოფილი ყოფის ელემენტების შენარჩუნება

ოჯახი (თანამედროვე ადამიანის გაგებით) ისტორიულად სულ ახლახანს გაჩნდა. მხოლოდ აგრარულ საზოგადოებაზე გადასვლის შემდეგ წარმოიშვა ადამიანებში ისეთი ცნებები, როგორიცაა ქორწინება, ქორწილი, მყარი მონოგამიური ან პოლიგამიური კავშირი.

image

პირველყოფილ ადამიანებში მუშაობდა ერთიერთმოქმედების სხვა მექანიზმები: მთავარი ამოცანა იყო გვარის გადარჩენა და გაგრძელება. ამიტომ ისეთი გრძნობები, როგორიცაა ღალატი, ეჭვიანობა, ერთი პარტნიორისადმი ერთგულება - პირველყოფილ ადამიანს არ ჰქონდა.

ჩუქჩები, აღმოჩნდნენ რა შეცვლილი კლიმატის ხაფანგში, იძულებული იყვნენ ებრძოლათ გადარჩენისთვის ძალიან მძიმე კლიმატურ პირობებში. ამ სიტუაციაში ყველაზე მომგებიანი იყო ჯგუფებად ცხოვრება. ამიტომ მათთან დღემდე გავრცელებულია ისეთი მოვლენა, როგორიცაა გაფართოებული ოჯახი.

image

ერთად ბინავდება რამდენიმე წყვილი, სადაც ნორმად ითვლება ყველა მამაკაცის თანაცხოვრება ყველა ქალთან, მიუხედავად ოფიციალური მეუღლეების არსებობისა. როგორც წესი, ასეთ კავშირში ორი-სამი წყვილი იმყოფება. ძალიან ხშირად ასეთ ჯგუფებს ქმნიან ბავშვობის მეგობარი ორი-სამი მამაკაცი. ისინი ერთად სახლდებიან, მოჰყავთ ცოლები და ნორმად თვლიან, რომ პერიოდულად პარტნიორები ერთმენეთში გაცვალონ. ზოგჯერ ეს კარგი გამოსავალია ღარიბი ოჯახებისთვის. ჯგუფში ბევრად მეტია შანსი გადარჩე, ამიტომ უფრო უპრიანია უზრუნველყოფილ თანამემამულეებს შეუერთდე.

ტუნდრის პირობებში ნებისმიერი ბავშვის დაბადება ჩუქჩებისთვის დიდი ბედნიერებაა, ნამდვილი სასწაული.


image

არავის აღელვებს, ვინ არიან ბავშვის ბიოლოგიური მშობლები, ბიძა ან დეიდა. ბავშვზე ყველა ერთნაირად ზრუნავს. ჯგუფური ქორწინება უშვილოებისთვისაც გამოსავალია. ცოლების გაცვლისას მეტია შანსი რომ ქალი ვინმესგან დაფეხმძიმდეს. თუ არა, მაშინ ისინი დიდი სიამოვნებით მოუვლიან გაფართოებული ოჯახის სხვა წევრების ბავშვებს. ბავშვები ერთ ჯგუფად იზრდებიან და ერთმანეთს დებად და ძმებად თვლიან, რეალური ბიოლოგიური ნათესაობის მიუხედავად. მათ ყველა ერთიანი ძალებით უვლის. პირველყოფილი თემის შემორჩენილი გამოძახილები ჩუქჩების წყნარ, გულღია და გულწრფელ ხასიათში ვლინდება, ამიტომაც ახერხებენ თანაცხოვრებისას გვერდი აუარონ ეჭვიანობას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, და ერთნაირი მზრუნველობით მოეპყრან ყველა თავის ახლობელს.

მზრუნველობა ქვრივებზე, ობლებზე და თემის ნაკლებადუზრუნველყოფილ წევრებზე

ტუნდრა სასტიკია ყველასთვის, განსაკუთრებით მარტოხელა, ბავშვებიანი დედისთვის. მარტოობაში მას გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ჩუქჩებს შემორჩათ ჩვეულება, რომელსაც მეცნიერები ლევირატს უწოდებენ. თუ მამაკაცი გარდაიცვალა და ცოლ-შვილი დარჩა, მაშინ რომელიმე ნათესავი ვალდებულია მის ქვრივზე დაქორწინდეს. ასე იცავს გვარის მამაკაცი მარტოხელა ქალს და მის შვილებს მკაცრ პირობებში მოსალოდნელი სიკვდილისგან. ბავშვებს დიდი ოჯახის მხრიდან გარანტირებული აქვთ მზრუნველობა, მემკვიდრეობის შენარჩუნება, სხვა ზრდასრული მამაკაცების მიერ აღზრდა.

ლევირატი მსოფლიოს სხვა რეგიონებშიცაა გავრცელებული, სადაც ადამიანებს უწევთ ცხოვრება რთულ კლიმატურ და ეკონომიკურ პირობებში.

გენეტიკა

მცირერიცხოვანი თემის პირობებში, როცა მისი წევრები იძულებული არიან დიდი სამყაროსგან მოშორებით, იზოლაციაში იცხოვრონ, მცირე ხალხებს შეიძლება გენეტიკური პრობლემები შეექმნათ. ამის თავიდან აცილების მიზნით, ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები ინტუიციურად ცდილობდნენ სხვადასხვა, დიდი რაოდენობის პარტნიორების კომბინაციით თემის უზრუნველყოფას. ამიტომ ჩუქჩებს, მკვლევარების აღწერით შეუძლიათ სტუმარს შესთავაზონ თავისი გაფართოებული ოჯახის წევრი ქალი ურთიერთობისთვის.

image

ქალებს ამას არავინ აიძულებს, ძალადობას ადგილი არ აქვს. პირიქით, ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ უცხოტომელს თავი მოაწონონ. ჩუქჩები ამას არც განიცდიან, არც ეჭვიანობენ და მხოლოდ მოხარულები იქნებიან, თუ გვარს კიდევ ერთი შანსი მიეცემა ძლიერი, ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისა. ყოველი მათგანი ხომ კარგი მონადირე და გამძლე დიასახლისი უნდა გაიზარდოს, რაც დიდი ოჯახის უზრუნველი და უსაფრთხო ცხოვრების გარანტია იქნება.








image
იხილეთ სხვა სტატიებიც:






"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი I)

image


"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი II)

image


როგორ გამოიყურებიან ყველაზე მდიდარი ადამიანების ცოლები

image


ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან

image


ცნობილთა ქორწილების ფოტოები

image


პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ წლისთავამდე: დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპის სიყვარულის ისტორია. ნაწილი I

image


პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ წლისთავამდე: დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპის სიყვარულის ისტორია. ნაწილი II

image


აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი, თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image







1
2039
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
2039
  
2021, 16 მაისი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1