x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პირველად იტალიის პრინცმა მემკვიდრეობა ულამაზეს გოგონას გადასცა
image84 წლის სავოიელების პრინცმა ვიტორიო ემანუელმა, იტალიის ბოლო მეფის შვილმა, გამოაცხადა, რომ მემკვიდრის ტიტულს გადასცემს "ინსტაგრამის" ბლოგერს ვიტორია სავოიელს, რომელიც 84 წლის პრინცის შვილიშვილია, რითაც დაარღვია ტრადიცია, რადგან მემკვიდრედ როგორც წესი, მამაკაცი სახელდებოდა.


ვიტორია მოდელად მუშაობს და "ინსტაგრამზე" ფოტოების განთავსებით შოულობს ფულს. ბაბუის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ სასიამოვნო.


”ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელიც პაპაჩემს შეეძლო გაეკეთებინა”, - აღიარა გოგონამ. თუმცა, ბევრს არ ესიამოვნა ეს ამბავი. უკმაყოფილოთა შორის არიან როგორც ადგილობრივი ბლოგერები, ასევე რიგითი იტალიელები.


image


"ჩვენი შორეული ნათესავები აოსტას ოჯახიდან იმედოვნებდნენ, რომ საბოლოოდ მიიღებდნენ იმ ტიტულს, რომელზეც 150 წლის განმავლობაში ოცნებობდნენ. ვაჟები არ მყავდა, მხოლოდ ქალიშვილი. ახლა ისინი წუმპეში არიან და ამაზე ძალიან ბრაზობენ"-აღნიშნა ვიტორიას მამამ ემანუელ ფილიბერტ სავოიელმა.

image

იტალიის მკვიდრნი მემკვიდრე პრინცის გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ, მიზეზი გოგონას პროფესია არ არის. უბრალოდ, სამეფო ოჯახს მცირე წონა აქვს საზოგადოებაში და რიგითი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო და აქტუალური.


1946 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომლის დროსაც უმრავლესობამ ხმა მისცა რესპუბლიკურ სისტემას, სამეფო ოჯახის ყველა მამაკაცი გააძევეს ქვეყნიდან. მათ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 21-ე საუკუნის დასაწყისში შეძლეს, როდესაც სპეციალური ბრძანება გაუქმდა.

image

0
256
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0