სად იყურება მისი სტილისტი? ნიკი მინაჟის 16 ყველაზე ვულგარული კაბა
2021, 12 მაისი, 14:32
სკანდალური ამერიკელი რეპერი ნიკი მინაჟი საზოგადოებისთვის ცნობილი არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ ეპატაჟური სტილითაც გახლავთ. მომღერალი თავისი გამომწვევი სამოსით ერთგულ მსმენელს ხშირად შოკშიც კი აგდებს, თუმცა ბევრს დღემდე სჯერა, რომ საკუთარ "ლუქებს" მომღერალი ყოველთვის თავად არჩევს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს სიმართლეს არ შეეფერება. ირკვევა, რომ მინაჟის საკმაოდ ვულგარული იმიჯის უკან სტილისტების მთელი არმია მუშაობს, რომლებთანაც ცნობილმა ვარსკვლავმა სულ ცოტა ხნის წინ, ყველანაირი თანამშრომლობა გაწყვიტა. ჭორების თანახმად, ნიკის პირადი სტილისტის 73 ათასი დოლარი მართებს, თუმცა აღნიშნული თანხის დაბრუნებას სელებრითი მაჰერ ჟრიდისთვის არც აპირებს, რომელმაც თავის მხრივ, ვარსკვლავთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და მას სასამართლოშიც კი უჩივლა, სანამ თაყვანისმცემლები მარჩიელობენ, თუ როგორ აისახება ეს ჰიპ - ჰოპ არტისტის იმიჯზე, მანამდე გადავწყვიტე სკანდალური რეპ - შემსრულებლის ყველაზე ეპატაჟური "ლუქები" თქვენთვის კიდევ ერთხელ გამეხსენებინა.