სხვა შოკისმომგვრელი სხეულის მოდიფიკაციები-ადამიანის ანატომიის შეგნებული შეცვლა 2021, 11 მაისი, 14:07 სხეულის მოდიფიკაცია-ადამიანის ანატომიის შეგნებული შეცვლაა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს ყველაფერი-დაწყებული ყურის პირსინგიდან ტრანსდერმული იმპლანტებით დამთავრებული. 1. კბილების გაქლიბვაკბილების გაქლიბვა–ეს არის როგორც წესი, წინა ზედა კბილებისთვის სპეციალურად მახვილი ფორმის მიცემა. ადრე ამას აკეთებდნენ სასულიერო, ახლა კი დეკორატიული მიზნებისთვის. 2. კისრის რგოლებიზოგიერთ ტომში გრძელი კისერი ტრადიციულია და სილამაზის ეტალონად ითვლება, ამიტომ კისრის დასაგრძელებლად ქალები ბავშვობიდანვე ატარებენ დეკორატიულ რგოლებს და ასაკის მატებასთან ერთად რგოლების რაოდენობაც მატულობს. 3. ენის გაჭრა
ენის გაორებაც სხეულის მოდიფიკაციის ერთ-ერთი ტიპია. ზოგიერთი ამას კოცნის დროს შეგრძნებების გამძაფრებისთვის იკეთებს. სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგალითად, რაიმე სიახლის განცდის სურვილი, სულიერი ასპექტები და სხვ. 4. კორსეტული პირსინგიეს ძალიან მტკივნეული პირსინგია, ამიტომ ტრავმების გამო კორსეტული პირსინგის უმრავლესობა დროებითია. 5. მაგნიტური იმპლანტებიმათ, ვისაც თავის სხეულზე მოსწონს სხვადასხვა დეკორატიულო ობიექტების ტარება, მაგრამ არ სურთ ყოველ ჯერზე პირსინგის გაკეთება, შეუძლიათ მაგნიტური იმპლანტი მოსინჯონ. კანის ქვეშ ჩანერგილ მაგნიტებზე შესაძლებელია ნებისმიერი მეტალის ობიექტის მიმაგრება ყოველგვარი ტკივილის გარეშე. 6. დაღიადამიანის დადაღვის დროს, როგორც წესი, რაიმე სიმბოლოს ან ორნამენტის ამოწვა ხდება კანზე, იმისთვის რომ შემდეგ ეს ნაიარევი მთელი ცხოვრება ატარონ. 7. მძივები გენიტალიებზე
სხეულის ამ მოდიფიკაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები გენიტალიების კანის ქვეშ იდგავენ სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ მძივებს. 8. თვალის რქოვანის ტატუირება9. თვალის გუგის ტატუირება10. იმპლანტი თვალის გუგაზეუმრავლესობას არ მოგვწონს, როცა თვალში რაიმე ჩაგვივარდება. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდ თანხას იხდიან იმაში, რომ თვალის გუგაზე ჩაისვან პატარა დეკორატიული ობიექტები. 11. სუბდერმული იმპლანტისუბდერმული იმპლანტები გაჩნდა 1994 წელს. ამ სახის მოდიფიკაციის დროს პატარა ობიექტები, რომლებიც დამზადებულია სილიკონისგან ან ტეფლონისგან, ინერგება კანის ქვეშ. ეს პროცესი ცნობილია აგრეთვე სამგანზომილებიანი იმპლანტის სახელწოდებით. 12. ტრანსდერმული იმპლანტები13. ექსტრემალური პირსინგი14. ფანჯარა ტუჩზენათქვამია, თვალები სულის სარკეაო. თქვენი ტუჩიც შეიძლება სარკე ან ფანჯარა გახდეს. ასეთი პირსინგი საკმაოდ გავრცელებულია 15. ტუჩების ამოკერვაკიდევ ერთი უცნაური ტუჩების შეცვლა–ტუჩების ამოკერვა რიტუალური მოდიფიკაციაა. არსებობს სხვა შემთხვევებიც, როცა პირის ამოკერვა პოლიტიკური პროტესტის დროს გამოიყენება. 16. თვალის ამოკერვა17. ყური ხელზე
ავსტრალიელმა მხატვარმა, სტელიოს არაკიდუსმა, სხეულის მოდიფიკაცია ახალ მწვერვალამდე აიყვანა. იგი 10 წელი ეძებდა ქირურგს, რომელმაც ხელზე ლაბორატორიაში შექმნილი ყური ჩაუნერგა. 18. კანის გაწელვაკანის გაწელვა აფრიკულ ტომებში გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ ეს მოდიფიკაცია პოპულარული გახდა ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ყველაზე პოპულარულია ყურების, ცხვირის და ტუჩების გაწელვა. 19. ელფის ყურები20. გარეგნულად ცხოველს მიმსგავსებაარსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი სხვადასხვა ცხოველს დაემსგავსონ. მაგალითად, ამ ამერიკელმა 14 სხვადასხვა ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, რათა ვეფხვს დამსგავსებოდა. იხილეთ შემდეგი:წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები ადამიანის სხეულის რომელ ნაწილს შეუძლია რეგენერაცია (თვითაღდგენა) ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები საშინელი ტრავმები, რომელიც კომპიუტერულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს დემი მურის წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია? 489 5-ს მოსწონს |