განათლება აღზრდა-განათლება ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში 2021, 9 მაისი, 12:04 ![]() შუამდინარეთში მესამე ათასეული წლების შუა ხანებში არსებობდა სკოლები, რომლებიც ამზადებდნენ წვრილ მოხელეებს.ამ სკოლებში ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ანგარიშს, რელიგიურ დისციპლინას, ცეკვასა და მუსიკას.შუმერული იეროგლიფების სწავლების პროგრამა ორი ნაწილისაგან შედგებოდა:ნიშნების დამახსოვრება და მათი დაწერის ჩვევების გამომუშავება და შემდეგ ლიტერატურული და რელიგიური ტექსტების შესწავლა.გოგონებისთვის არსებობდა კერძო სკოლები, სადაც ასწავლიდნენ მეოჯახეობას, წერა-კითხვას, ანგარიშს, ცეკვას და მუსიკას. სკოლას სათვეში ედგა “სკოლის მამა" _ მასწავლებელი, მოწაფეებს “სკოლის შვილები" ეწოდებოდათ.სკოლებში ცუდი საქციელისთვის სჯიდნენ ფიზიკურად.სწავლება დიდხანს გრძელდებოდა_ ადრე ბავშვობიდან მოწიფულობამდე.სწავლის გადასახადიც საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ ეს სკოლები მხოლოდ წარჩინებული ოჯახის შვილებისთვის არსებობდა. შუამდინარეთში უფრო გვიან წარმოიშვა ბაბილონის ქალაქ-სახელმწიფო, რომელშიც იყო როგორც შუმერების მსგავსი, ასევე განსხვავებული სასწავლებლებიც.დაწყებით სკოლებში ისწავლებოდა წერა-კითხვა, ანგარიში, ლოცვები, ხატვა, ცეკვა, მუსიკა. უფრო მაღალი ტიპის სკოლებში კი სამართალი, ასტრონომია, ასტროლოგია, მათემატიკა, შუმერული ენა და კულტურა. შემდეგ შეიცვალა აქადური ბაბილონური ენითა და ცივილიზაციით.ანალოგიური სასწავლებელი არსებობდა აგრეთვე შუამდინარეთის ძლიერ ქალაქ-სახელმწიფო ასურეთში.სასწავლებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება იყო წიგნების გადაწერაში ახალგაზრდების გაწვრთნა.ქ.ნინევიაშია არსებობდა იმ დროისათვის ყველაზე დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელშიც ათეულ-ათსობით თიხის ფირფიტაზე დაწერილი წიგნი იყო დაცული. დიდი ყურადღება ექცეოდა მათემატიკის შესწავლას.შემოღებული იყო სამოცობითი თვლის სისტემა.ყოველი სამოცი ერთეულ ქმნიდა ერთ ერთეულ მაღალ რიცხვს.ეს წესი დღემდე შემორჩენილია დროის გაზომვის სისტემაში. ეგვიპტე.ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ეგვიპტე ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო. მესამე ათსწლეულის დასაწყისში ეგვიპტის ტაძრებთან და ფარაონთა სასახლეებთან არსებობდა სხვადასხვა ტიპის სასწავლებლები. დაბალი ტიპის სასწავლებლებში ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ანგარიშს, სასულიერო რიტუალებს, ცეკვასა და მუსიკას.ასეთი სკოლების მიზანი იყო წვრილ მოხელეთა და გადამწერათა მომზადება.საშუალო ტიპის სასწავლებლებში სწვლობდნენ 5-18 წლის ახალგაზრდები.აქ, გარდა დასახელებული დისციპლინებისა, ისწავლებოდა მათემატიკა, გეომეტრია, სამშენებლო საქმე, ასტროლოგია და სხვა.ანგარიშის შესწავლას პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა.მოსწავლეები სწავლობდნენ მიწის ნაკვეთის გაზომვას, სხვადასხვა სამუშაოსთვის საჭირო მუშახელის გამოანგარიშებას, ტაძრებისა და პირამიდების სიმაღლის განსაზღვრას.გარდა მეცნიერებისა, სკოლებში ისწავლებოდა ტანვარჯიში და ცეკვა.დიდი ყურადღება ექცეოდა კარგი მანერების გამომუშავებას. ტაძრებთან არსებულ სკოლებში ამზადებდნენ სასულიერო პირებს და ისწავლებოდა მედიცინა, მიცვალებულთა ბალზამირებისა და მუმიფიცირების წესი, რთული სნეულებების მკურნალობა, დაავადებათა დიაგნოსტიკა.ეგვიპტეში არსებობდა ასევე სამხედრო სკოლებიც, რომლებშიც დიდ მოხელეთა შვილები სწავლობდნენ. ძველი ეგვიპტის სკოლებში ამზადებდნენ მწერლებს, რომელთაც სამეფო კარზე და ტაძრებში მაღალი თანამდებობები უნდა დაეკავებინათ. ამ პროფესიას ეუფლებოდნენ წარჩინებული ოჯახებისა და მდიდარი მოქალაქეების შვილები. “არ არსებობს სხვა თანამდებობა, გარდა მწერლისა, რომელიც ადამიანს ბატონად აქცევს''.ეგვიპტელ წარჩინებულთა შვილები ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, მედიცინას, გრამატიკას, ბოტანიკას, ზოოლოგიას, მინერალოგიას, მათემატიკას, ასტრონომიას.სწავლის პროცესი ამ ქყვეყნებში იწყებოდა ადრეული – 5 -6 წლის ასაკიდან. თავდაპირველად მოსწავლე სწავლობდა სწორად წერასა და კითხვას, რისთვისაც ასეულობით იეროგლიფის მოხაზულობა უნდა დაემახსოვრებინა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუფლებოდა საქმიანი ქაღალდების შედგენის საქმეს.მოსწავლეს მასწავლებლისთვის ყურის გდება და მისი უსიტყვო მორჩილება ევალებოდა. მიღებული იყო ურჩი მოსწავლის გაჯოხვა. ![]() 122 შეფასება არ არის
|