x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
10 წუთის მაგია და დაემშვიდობეთ გაშავებულ იღლიას
იღლია ჩვენი სხეულის ერთ–ერთი ინტიმური ადგილია, რომელსაც განსაკუთრებული ჰიგიენური მოვლა სჭირდება. თუმცა, მიუხედავად მასზე გამუდმებული ზრუნვისა, ის ხშირად კარგავს სიგლუვეს და შავდება, რაც კანის თვისებებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ხდება. ვისაც გაქვთ აღნიშნული პრობლემა, ადვილი წარმოსადგენია რაოდენ დამტანჯველია ზაფხულობით ხელები ყოველთვის კონტროლის ქვეშ იქონიოთ, რადგან შავმა იღლიამ არ გამოანათოს და უხერხულ სიტუაციაში არ ჩაგაგდოთ.



image



როგორ გავითეთროთ გაშავებული იღლია?


ნაბიჯი 1 - აიღეთ ცოტაოდენი შაქარი, დაუმატეთ ქოქოსის ზეთი, კარგად აურიეთ და წაისვით გაშავებულ მიდამოზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიმშრალეთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე, შედეგი გაგაოცებთ.



ნაბიჯი 2 - დაგჭირდებათ, მხოლოდ და მხოლოდ აქტივირებული ნახშირი და თაფლი. შეაზილეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს მანამ, სანამ არ მიიღებთ პასტის მასას. წაისვით გაშავებულ მიდამოზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.




image



აქვე ბონუსად!


შეიძლება უჩვეულოდ და უცნაურად ჟღერდეს, თუმცა უმი კარტოფილი ნამდვილად უწყობს ხელს იღლიის მიდამოზე არსებული გამუქებული კანის სათუთ ზედაპირს გათეთრებაში. საქმე კი მხოლოდ იმაშია, რომ გარდა იმისა, რომ კარტოფილის შემადგენლობაშია ფოსფორი, კალიუმი, ვიტამინი C, რომლებიც სასარგებლოა კუჭის წყლულოვანი დაავადებების, ართრიტის, ათეროსკლეროზის, თირკმლისა და გულის უკმარისობის დროს, ასევე უმი კარტოფილის შემადგენლობაში მყოფი ფერმენტი კატელაზა უკარგავს კანს გამუქებულ ფერს (აღიავებს) ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე.


image



როგორ გავითეთროთ გაშავებული იღლია უმი კარტოფილით?




აიღეთ ერთი საშუალო კარტოფილი, გარეცხეთ, გახეხეთ სახეხზე და შეიზილეთ იღლიაში, სავალდებულოა გაიჩეროთ ნახევარი საათით ანუ სრულ გამოშრობამდე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ წყლით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ სასურველი შედეგი ნათელი გახდება.




0
503
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
503
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0