სხვა იოგას ელემენტები, რომლებიც ყველა მამრს გაამხიარულებს 2021, 3 ივნისი, 12:00 იოგა (სანსკ.योग) — ინდური კულტურის ცნებაა, ფართო გაგებით აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. იოგური ასკეტიზმის პირველადი მიზანია პიროვნების თვითრეალიზაცია, ხოლო საბოლოო მიზნად თეოზისი (ბერძ.განღმრთობა) უნდა ჩაითვალოს. ინდუიზმის სწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად. ოდესმე ღმერთებსაც ადამიანებად დაბადება მოუწევთ, რათა კვლავ განწმინდონ თავიანთი კარმა. ხოლო იოგა ყველაზე ეფექტიანი და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე. მიწევნილებაში მდგარი იოგინი სანახევროდღაა ადამიანი. მისი ონტოლოგიური სტატუსი მთლიანად იცვლება. ის კასტებისა და კარმას მიღმა მდგარი ზეარსებაა, რომელსაც ღმერთებიც თაყვანსსცემენ და პატივს მიაგებენ. ახალი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი მოძღვრის, ვივეკანანდას განმარტებით, ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ცნობიერება და ქვეცნობიერება, არამედ ზეცნობიერება. ეს ის მდგომარეობაა, რომლის წიაღიდან წინასწარმერტყველნი ღვთის სახელით წინასწარმეტყველებდნენ, ხოლო წმინდანნი სასწაულებს აღასრულებდნენ. იოგას ათასწლოვანი მოძღვრება იმ ცოდნას ინახავს, რომელიც ზეცნობიერების კარს ხსნის. ეს არის გასხივოსნების მეთოდი, სწავლება ჩვეულებრიობის, რუტინული ყოფნის საზღვრის გადალახვის შესახებ.
იოგა ინდოეთის სულიერი გამოცდილების ერთ-ერთი უძველესი და ღრმა მოვლენაა. შეიძლება ითქვას, იოგას ანალოგი არ მოეპოვება სხვა ხალხთა შორის. იოგას კლასიკური სისტემა შემდეგი საფეხურებისგან შედგება: იამა, ნიიამა, ასანა, პრანაიამა, პრატიაჰარა, დჰარანა, დჰიანა, სამადჰი. ფაქტობრივად აქ ჩამოთვლილია ის საფეხურები, რომელთა გვლა აუცილებელია იოგური განსწავლის მსურველისათვის. უმაღლესი მიზნისაკენ მიმავალლი გზა თითოეული საფეხურის გავლას მოითხოვს. ასევე ყოველი მათგანი თავის თავში მოიცავს სულიერი თუ მორალური დანაწესების დაცვის აუცილებლობას. იოგა, არამარტო სასარგებლო, სახლისოც კი შეიძლება იყოს. მისი პოზები კი განაკუთრებით მამრებს გაახალისებს. თუმცა, ნუ გაიმეორებთ მსგავსს მომზადებისა და ვარჯიშების გარეშე, რადგან შეიძლება ტრავმატლოგიურში აღმოჩნდეთ. იოგას ელემენტები, რომლებიც ყველა მამრს გაამხიარულებს664 7-ს მოსწონს
|