სხვა მონსტრები თუ ჩვეულებრივი ადამიანები? როგორი იყო მესამე რაიხის ყოველდღიური ცხოვრება 2021, 8 მაისი, 19:35 ყველაფრისდა მიუხედავად, ცხოვრება ყოველთვის გრძელდება. ახალ სახელმწიფო რეჟიმს შეუძლია გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომლისგანაც შესაძლოა ბევრმა ადამიანმა თავი შევიწროებულად იგრძნობს, მაშინ როდესაც მისი ზოგიერთი მოქალაქე ხელშეუხებლად, მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას. სანამ ნაცისტები სასტიკად დევნიდნენ ებრაელებსა და სხვა ყველა დანარჩენს, ვისაც მეორე კლასის მოქალაქეებად მიიჩნევდნენ, გერმანელების უმრავლესობა ყოველდღიურ ყოფაში განსაკუთრებულ ცვლილებებს საერთოდ ვერ ამჩნევდა, ისინი ჩვეულებრივ დადიოდნენ სკოლაში, წევრიანდებოდნენ კლუბებში, ქორწინდებოდნენ, მუშაობდნენ და ერთობოდნენ... თუმცა როდესაც ომი დაიწყო, ძალადობა ყველას და ყველაფერს შეეხო - მაგრამ ომის ფონზეც კი, სამოქალაქო ცხოვრება არ წყდებოდა. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგენთ ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი უნიკალური კადრები მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელი მოვლენის ფონზე.მოსწავლეები მასწავლებელს ასე ესალმებიან, ბერლინი, 1934 წლის იანვარიბავშვები ხილის ნაყინის ყიდვისას, ბერლინი, 1934 წელიმოხალისეები ღარიბებისთვის საშობაო შემოწირულობებს აგროვებენ, ბერლინი, 1935 წლის დეკემბერიბავშვები დროშების ფრიალისას ბერლინიდან გამგზავრების დროს 1940-1945 წლებიგერმანელი გოგონების კავშირის (ჰიტლერიუგენდის ქალური ანალოგი) წარმომადგენელთა ვარჯიში, 1941 წელიჰიტლერიუგენდის წევრები გაზის ნიღბებით ბაგირის წევისას, ვორმსი, 1933 წელიდაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შენბრუნის ფსიქიატრიულ კლინიკაში, 1934 წელი, თავიდან განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს სტერილიზაციას იძულებით უკეთებდნენ, მოგვიანებით კი, ყველა ფსიქიკურად დაავადებულს ფიზიკურად ანადგურებდნენ.ოჯახი ჰიტლერიუგენდის ფორმაში გამოწყობილ ბიჭუნას აღტაცებით უყურებს, 1943 წლის თებერვალიტურისტულ სააგენტოსთან ბერლინის დატოვების სურვილით აღტყინებული რიგში მდგომი ებრაელები, ბერლინი, 1939 წლის იანვარი"სს"- ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნეფე საკუთარ ქორწილში, 1942 წლის დეკემბერირაიხის ეპისკოპოსი ლუდვიგ მიულერი ბერლინის საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას, 1934 წლის სექტემბერი"ლებენსბორნის" პროგრამით დაბადებული ჩვილები - გულდასმით შერჩეული "რასობრივად სუფთა" მშობლების შთამომავლები, 1941 წლის სექტემბერილაიფციგის ბურგომაისტერმა შურისძიების შიშით თავი საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოიკლა, 1945 წელი213 შეფასება არ არის |