x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მონსტრები თუ ჩვეულებრივი ადამიანები? როგორი იყო მესამე რაიხის ყოველდღიური ცხოვრება
image


ყველაფრისდა მიუხედავად, ცხოვრება ყოველთვის გრძელდება. ახალ სახელმწიფო რეჟიმს შეუძლია გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომლისგანაც შესაძლოა ბევრმა ადამიანმა თავი შევიწროებულად იგრძნობს, მაშინ როდესაც მისი ზოგიერთი მოქალაქე ხელშეუხებლად, მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას. სანამ ნაცისტები სასტიკად დევნიდნენ ებრაელებსა და სხვა ყველა დანარჩენს, ვისაც მეორე კლასის მოქალაქეებად მიიჩნევდნენ, გერმანელების უმრავლესობა ყოველდღიურ ყოფაში განსაკუთრებულ ცვლილებებს საერთოდ ვერ ამჩნევდა, ისინი ჩვეულებრივ დადიოდნენ სკოლაში, წევრიანდებოდნენ კლუბებში, ქორწინდებოდნენ, მუშაობდნენ და ერთობოდნენ... თუმცა როდესაც ომი დაიწყო, ძალადობა ყველას და ყველაფერს შეეხო - მაგრამ ომის ფონზეც კი, სამოქალაქო ცხოვრება არ წყდებოდა. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგენთ ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი უნიკალური კადრები მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელი მოვლენის ფონზე.


image


მოსწავლეები მასწავლებელს ასე ესალმებიან, ბერლინი, 1934 წლის იანვარი


image


ბავშვები ხილის ნაყინის ყიდვისას, ბერლინი, 1934 წელი



image


მოხალისეები ღარიბებისთვის საშობაო შემოწირულობებს აგროვებენ, ბერლინი, 1935 წლის დეკემბერი


image


ბავშვები დროშების ფრიალისას ბერლინიდან გამგზავრების დროს 1940-1945 წლები


image


გერმანელი გოგონების კავშირის (ჰიტლერიუგენდის ქალური ანალოგი) წარმომადგენელთა ვარჯიში, 1941 წელი


image



ჰიტლერიუგენდის წევრები გაზის ნიღბებით ბაგირის წევისას, ვორმსი, 1933 წელი


image


დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შენბრუნის ფსიქიატრიულ კლინიკაში, 1934 წელი, თავიდან განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს სტერილიზაციას იძულებით უკეთებდნენ, მოგვიანებით კი, ყველა ფსიქიკურად დაავადებულს ფიზიკურად ანადგურებდნენ.


image


ოჯახი ჰიტლერიუგენდის ფორმაში გამოწყობილ ბიჭუნას აღტაცებით უყურებს, 1943 წლის თებერვალი


image


ტურისტულ სააგენტოსთან ბერლინის დატოვების სურვილით აღტყინებული რიგში მდგომი ებრაელები, ბერლინი, 1939 წლის იანვარი


image


"სს"- ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნეფე საკუთარ ქორწილში, 1942 წლის დეკემბერი

image


რაიხის ეპისკოპოსი ლუდვიგ მიულერი ბერლინის საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას, 1934 წლის სექტემბერი



image


"ლებენსბორნის" პროგრამით დაბადებული ჩვილები - გულდასმით შერჩეული "რასობრივად სუფთა" მშობლების შთამომავლები, 1941 წლის სექტემბერი


image


ლაიფციგის ბურგომაისტერმა შურისძიების შიშით თავი საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოიკლა, 1945 წელი














0
213
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
213