x
მეტი
  • 12.07.2024
  • სტატია:135921
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510262
თვითმკვლელობამდე მეგობარს აუდიოშეტყობინება გაუგზავნა-თბილისში ყაზახი გოგონა გაუპატიურების შემდეგ მე-8 სართულიდან გადმოხტა
imageთბილისში 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, გოგონა მე-8 სართულიდან გადახტა.



სიკვდილამდე, გოგონამ მოასწრო და მეგობარს გაუგზავნა აუდიოშეტყობინება, სადაც უცნობი მამაკაცის მუქარა ისმოდა, სამართალდამცვებმა დამნაშავე მეორე დღეს, 6 მაისს დააკავა.



"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად, მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

image

როგორც გარდაცვლილის დამ განაცხადა, ის 2021 წლის აპრილში ნათესავის მიწვევით საქართველოში სამუშაოდ ჩავიდა, რომელიც ავტომობილებით ვაჭრობას შეეხებოდა. რამდენიმე დღის წინ მასთან კონტაქტი გაწყდა, ბოლოს კავშირზე 5 მაისს გამოვიდა, მან მეგობარს გაუგზავნა აუდიოჩანაწერი, სადაც უცნობი მამაკაცის ხმა ისმის, რომელიც გოგონას ემუქრება.

0
507
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0