x
image
თუთიკო ბერძენა
ყურის მაკიაჟი პოპულარული ხდება. რატომ ერიდებოდა ლადო გუდიაშვილი ყურებიანი ადამიანების ხატვას?
image

მსოფლიო პანდემიამ პომადა უაზრო გახადა, მას ვერავინ დაინახავს ნიღბის ქვეშ, ვერც ცხვირის ფრთის პირსინგსა და ტუჩის პირსინგს. მაკიაჟის მოყვარულებს ეს ზალიან აწუხებთ. ეს ხომ ერთგვარი ნარკოტიკივითაა?! ადამიანი ყოველთვის იპოვის გამოსავალს და ამჯერად იპოვა. ყურზე საყურეების სიმრავლე არახალია, მაგრამ თანდათან მოდური ხდება ყურის მოხატვა.

image

არც ეს გამოუგონებიათ პანდემიის დროს. მას უძველესი ისტორია აქვს და სხვადასხვა ეთნოსისთვის სხვადასხვაგვარი იყო. მოკლედ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და პანდემიამ გაგვახსენა შორეული წინაპრების ყურის მოხატვის ხელოვნებაც


ყურის გარდა, შესაძლოა, საკუთარი თავის გამოხატვის სხვა ხერხებიც იპოვოთ. ბევრმა აირჩია თმის შეჭრისა და შეღებვის კლასიკური გზა და უფრო ნათელი ტანსაცმელი აცვია, მაგრამ ბევრმა ყურის მაკიაჟის გაკეთება აირჩია.


image

არ შეიძლება ვისაუბროთ ყურის მაკიაჟზე და არ ვახსენოთ მართა ბატერვორტი. ის იყო ერთ–ერთი პირველი მხატვარი, ვინც ყურის მაკიაჟს შეუდგა. მას არ ეშინია გამოიყენოს არა მხოლოდ მოხატვა, არამედ სხვადასხვა პატარა აქსესუარები და თუნდაც პაწაწინა ფიგურები, რომ შექმნას მთელი ხელოვნების ნიმუში ყურისგან დაწყებული უცნაური, მაგრამ რომანტიკული სცენებით დაწყებული და საშინელებებით დანმთავრებული

image
.

ალბათ ყველას გსმენიათ ჩინური სამკურნალო აკუპუნქტურის შესახებ. ყურის ნიჟარაში უამრავი ნერვული დაბოლოებაა, რომელზე ნემსის დარჭობით, შესაბამისი ორგანოს მუშაობა უმჯობესდება.
image

ზოგიერთმა ეს წერტილები საყურეებით გაიაქტიურა.
image

სხვათა შორის, ლადო გუდიაშვილი ძალიან იშვიათად თუ ახატავდა ადამიანებს ყურებს, განსაკუთრებით ქალებს. ძირითადად მისი პერსონაჟები ყურის გარეშე არიან.

image


ყური მართლაც ძალიან არაესთეტიკური ორგანოა და ნამდვილად ღირს მისი გაესთეტიკურება, მაგრამ არა ოპირიქით დამახინჯება უზარმაზარი ნახვრეტებითა და საშინელი პირსინგებით. ყური ძალიან მგრძნმობიარე ქსოვილისგან შედება, განსაკუთრებით მისი ზედა ნაწილი, ამიტომ მასთან სიფრთხილეა საჭირო, გინახავთ, ალბათ, ძალოსანი სპორტის სახეობის მიმდევრების ყურები როგორი დეფორმულია ტრავმების გამო. ჰოდა, როცა ყურის ხრტილოვან ნაწილზე ნახვრეტს იკეთებთ, განსაკუთრებული სიფრთხილით ჩაიტარეთ ეს პროცედურა!

1
87
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
87
  
0 1 1