სექსუალური კუნძი: ჰოლივუდის უღიმღამო ლამაზმანები რომლებიც სამუდამოდ ერთ როლში ჩარჩნენ
2021, 6 მაისი, 20:44
საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ ჰოლივუდში მსახიობების შერჩევისას მთავარ პრიორიტეტს მაინც გარეგნობა წარმოადგენს, რის შემდეგაც უკვე ნიჭი და სხვა უნარები მოდის, სწორედ ამის გამო, ბევრი ვარსკვლავური ლამაზმანი მთელი ცხოვრება ერთი როლის მახეში რჩება, რომლის შესრულებაც არც ისეთი რთულია. ბოლოს და ბოლოს, ბონდის გოგოს როლისთვის ხომ რაიმე განსაკუთრებული ნიჭი სულაც არ არის საჭირო, სრულიად საკმარისია სასიამოვნო გარეგნობა და წარმატებაც გარანტირებულია. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგენთ ჰოლივუდის რამდენიმე მსახიობი, რომელსაც პროდიუსერები და რეჟისორები სერიოზულ და რთულ როლებს არასდროს ანდობენ.