x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
როგორ გავქრეთ უკვალოდ?
image

რამდენიმე წლის წინ ცნობილი გამომცემლობის "wired"-ის ჟურნალისტი ევან რეტლიფი რედაქციის დავალებით გაქრა. ჟურნალი მკითხველს 5000$-ს სთავაზობდა თუ კი ისინი ევანის ადგილმდებარეობას აღმოაჩენდნენ. ჟურნალისტი ყველაფერს აკეთებდა რათა ვერ აღმოეჩინათ, რეკავდა ერთჯერადი ტელეფონით, ძველი საბუთები გადააგდო და აიღო ახალი, შეიცვალა ვიზუალი (მოკლედ შეიჭრა თმა და მოუშვა წვერი), სოციალურ ქსელში ახალი მონაცემებით დარეგისტრირდა, ერიდებოდა ქუჩის კამერებს და რაც მთავარია სწრაფ-სწრაფად იცვლიდა ადგილმდებარეობას.

image

მაგრამ მისი გაუჩინარების 25-ე დღეს მკითხველმა ის ახალ ორლეანში დაიჭირა.


საინტერესოა თუ რა გააჩნდა მაგალითად მე-19 მე-20 საუკუნეში მცხოვრებ ხალხს 21-ე საუკუნეში მოღვაწე ადამიანებისგან გასხვავებული?

იყო ეს თავისებურება? ნაკლები თავისუფლება? არა, ეს გახლდათ პრივატულობა.

პრივატულობა 21-ე საუკუნეში არ არსებობს, დღეს გამორთული ტელეფონითაც შეიძლება თქვენი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ვაიფაისთან დაკავშირებით გზას ბოროტ მსურელებს ყველაზე "მგრძნობიარე" მონაცემებისკენ ვუხსნით, ხოლო ტერმინალზე ბარათით გადახდილი ისტორია იმაზე მეტს მოგიყვებათ, ვიდრე ყველაზე "ჭორიკანა" ადამიანი.

შესაძლოა ისეც კი მოხდეს, რომ მაღაზიაში პურის საყიდლად ჩასული ადამიანი სახლში წლების შემდეგ დაბრუნდეს. ამ უცნაური წინადადების უკან საკმაოდ გახმაურებული ისტორია გახლავთ:

ედვარდს სნოუდენი ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებაში მუშაობდა, სანამ იქიდან 1.7 მილიონი საიდუმლო ფაილი არ მოიპარა. მოპარვის შემდეგ ის უფროს ეპილეფსიის მკურნალობის მიზეზით, დაემშვიდობა შეყვარებულს და ჰონგ-კონგში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც საიდუმბლო მიმოწერა ცნობილ ამერიკულ გამომცემლობასთან დაიწყო.

image
სნოუდენმა მსოფლიოს არგუმენტირებულად გაუმხილა, რომ ამერიკის მთავრობა თითოეულ თავის მოქალაქეს უთვალთვალებს. სკანდალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამერიკის სპეც-სამსახურებმა დაუყოვნებლივ ედვარდსის ძებნა დაიწყეს, 3 კვირის განმავლობაში ის შეუმჩნეველი იყო, შემდეგ კი პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთიდან მიიღო.

image

სნოუდენის საიდუმლო გათვლაში, მოთმინებასა და დროის სწორად განკარგვაში გამომდინარეობდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა მხოლოდ. საჭიროა თავიდან მოეშორებინა ყველაფერი, რასაც გააჩნია ელემენტები. მაგალითად, გამორთული სმარტფონი თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას მაინც ადგენს, მანამ, სანამ ელემენტს არ ამოაცლით.

image

გეოლოკაციურ თანამგზავრს თქვენი მარშუტის მეტრების სიზუსტით დადგენა შეუძლია, ხოლო სატელეფონო ქსელურ კავშირს კი შესწევს ძალა თქვენი ადგილმდებაროება წამებში განსაზღვროს.

საინტერესოა თუ როგორ ახერხებდნენ ეს ადამიანები "გაქრობას"?

პირველ რიგში საჭიროა ადამიანმა სმარტფონი, პლანშეტი და ნოუთბუქი, პლასტიკური ბარათის ნაცვლად გადაიხადოს ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე რეკომენდირებულია უბრალოდ ჩაცმა და არა გამომწვევად ან გადაჭარბებულად. ზოგადად ცნობილი ფაქტია, რომ რაც უბრალოდ აცვია ადამიანს, მით უფრო რთულია სათვალთვალო კამერაში გამორჩევა, ეს უკანასკნელი კი ყველგანაა (მეტროში, ქუჩაში, მაღაზიაში და ა.შ.).

ღამე კი კეპში პატარა ლედ ნათურის ჩამონტაჟებაა დაშვებული. ისინი ადამიანს
კამერებისგან იცავს.

image

ზოგადად ძებნისგან თავის დაღწევა მარტივი ნამდვილად არ არის, მეტიც ძალიან რთულია. კოლიმბიელმა განგსტერმა, ჯოვანი რიბოლედომ ციხეს თავი წარმატებით დააღწია, შეუმჩნევლად ყოფნისთვის12000 ფუნტი გადაიხადა, რათა მისი სხეული ქალისთვის დაემსგავსებინათ, შეიცვალა ვარცხნილობა დაგადაიკეთა სახელი როსალინდად. შემდეგ ისე შევიდა როლში, რომ ადგილობრივ საროსკიპოში მუშაობა მეძავად დაიწყო, თუმცა ერთერთმა სამართალდამცავმა ქალბატონში გაქცეული პატიმარი ამოიცნო და უკან, ციხეში დააბრუნა, სადაც ჯამში 76 წელი მიესაჯა.

image

როგორ გავქრეთ უკვალოდ?

ამ კითხვაზე სწორიპასუხი დღითიდღე მცირდება. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს დავალება პრაქტიკულად შეუსრულებელი გახადა. ალბათ, დრო და დრო რაც უფრო გაუმჯობესდება ყველაფერი, მით უფრო შეუძლებელი იქნება ამ ქვეყნად დამალვა, რადგან არ არსებობს ადგილი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიას მთელი ცხოვრების განმავლობაში დაემალები.

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0