სხვა კაცური სიყვარული და სპარტელი ცოლები: ძველი საბერძნეთის სექსუალური ცხოვრება 2021, 4 მაისი, 19:58 ითვლება რომ, ადრე ადამიანები არ იყვნენ ასეთი "თავისუფალი და იმპულსებს აყოლილი" როგორც დღეს არიან, მაგრამ რა მოხდება, თუკი დროებით წარსულში დავბრუნდებით და გავიხსენებთ ძველად თუ როგორი წეს-ჩვეულებები, ტრადიციები თუ ყოფაქცევის ნორმები იყო აქტუალური. დღევანდელ პოსტში, მსურს მოგიყვეთ ძველი საბერძნეთის სექსუალურ ტრადიციებზე, რომელთა შესახებ შესაძლოა არაფერი იცოდით.ინცესტისაბერძნეთში ნათესავებს შორის სექსუალური ურთიერთობა სრულიად ნორმალურად ითვლებოდა და ასეთ კავშირებს ძირითადად, სამეფო ოჯახებში თუ შეხვდებოდით. ინცესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც მიუღებლად ითვლებოდა ეს - მშობლებთან კავშირი იყო.ღალატიღალატი არანაირად არ ისჯებოდა და ის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, თუ ცოლი მეუღლისგან ბავშვის გაჩენას ვერ ახერხებდა, მას შეეძლო შვილი სხვა კაცისგან გაეჩინა.კაცური სიყვარულიძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ცხოვრებაში თავისი მეორე ნახევარი ყველამ უნდა იპოვოს და სულაც არ არის აუცილებელი ეს მაინცდამაინც ქალი იყოს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებისთვის ქალი მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების ერთგვარი საშუალება იყო, ხოლო სულიერი და სექსუალური მიჯაჭვულობა მათივე აზრით, მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცების მიმართ იყო შესაძლებელი.670 შეფასება არ არის |