x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
2 რამ, რომლის ზედიზედ ჩაცმა არ შეიძლება! -გაითვალისწინეთ
ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".



image


მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ზოგიერთი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს. ასევე აქტუალურია მუდამ ჯინსის შარვლები და ქურთუკები, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, თუმცა მისი ტენდენცია წლების მანძილზე იცვლება.


ხშირად, ტენდენციები არც ისე პრაქტიკული და მოსახერხებელია, თუმცა ისტორიის მანძილზე რჩება ნიმუშის სახით. მჭიდრო კორსეტები, კრინოლინის კაბები და ფართო და მოცულობითი პარიკები, არც ისე მოსახერხებელი და პრაქტიკულია, თუმცა მოდის ისტორიას ის საუკუნეების მანძილზე დარჩება. ჩვენს დროშიც არსებობს ბევრი ტრენდული სამოსი, რომელიც აბსოლუტურად მოუხერხებელი და ულამაზოა, თუმცა პოდიუმზე გამოჩენის შემდეგ, მომხმარებლები რისკავენ ისინი თავადაც მოირგონ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აბსოლუტურად არაპრაქტიკულია ყოველდღიურ ცხოვრებაში.



საინტერესოა, რომელი 2 ნივთია, რომლის ზედიზედ ჩაცმა კატეგორიულად არ შეიძლება?!


ექსპერტები ამბობენ, რომ ყველა ჩვენგანის კარადაშია ეს ორი რაღაც, რომელიც ზედიზდ ორჯერ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიცვათ. და, ესენია ბიუსტჰალტერი და ფეხსაცმელი. რატომ?


image


ბიუსტჰალტერი - გაგიკვირდებათ და მასაც სჭირდება "დასვენება". ბიუსტჰალტერის ქსოვილი ადვილად დეფორმირდება, ამიტომ მისი ზედიზედ ორჯერ ჩაცმა არ შეიძლება. ერთი მოხმარების შემდეგ უნდა "დაასვენოთ", რომ ქსოვილი ისევ დაუბრუნდეს საწყის პოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაიწელება და მკერდს ლამაზად ვეღარ აზიდავს.




image


ფეხსაცმელი - ბევრი ფეხსაცმლის ქონა, ძვირი ფუფუნებაა ჩვენს დროში, თუმცა აუცილებელია, რომ ორი წყვილი სეზონური ფეხსაცმელი გქონდეთ, რათა მოხდეს ყოველ მეორე დღეს მათი ჩანაცვლებით გამოყენება. როდესაც ერთსა და იმავე ფეხსაცმელს იცვამთ ყოველ დღე, ის ფეხის ერთ კონკრეტულ ნაწილზე ახდენს ზეწოლას, რაც გამოიწვევს "მაზოლს", "ნახეთქებს" და ა, შ. ამიტომ, საჭიროა, რომ ყველა მეორე დღეს ცვალოთ ფეხსაცმელი.



0
239
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0