სხვა ფაქტები ენძელების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ 2021, 5 მაისი, 9:48 I. აპრილის თვეში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ენძელის დღეს აღნიშნავენ — ეს მცენარე, ტრადიციოულად, გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება. II. ენძელა — ბრიტანული კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია და მის კულტივირებას მეტად სერიოზულად ეკიდებიან. ბრიტანელები თვლიან, რომ თუ ენძელებს სახლის ირგვლივ დარგავენ, ოჯახს ბოროტი ძალებისგან დაიცავენ. III. ყვავილის ლათინური დასახელება — გალანტუსია (Galanthus), რაც სიტყვასიტყვით, «რძის ყვავილს» ნიშნავს. თუმცა, ენძელას ბევრი სახელი აქვს. მაგ., ჩეხეთში, მას «ფიფქებს» ეძახიან, ხოლო გერმანიაში — «თოვლის ზარებს», ინგლისში კი, «თოვლის წვეთის» და «თოვლის საყურის» ვარიანტებიც გვხვდება. IV. ყვავილის ბოლქვი გალატამინს (Galanthaminum) — ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ალცჰეიმერის, პოლიომიელიტის და საყრდენ მამაძრავებელი ორგანოების დაავადების სამკურნალო პრეპარატებში შედის. V. ზოგიერთ ქვეყანაში, ენძელას საკვებადაც იყენებენ — ისეთი კერძებიც კი არსებობს, სადაც ყვავილი მთავარი ინგრედიენტია. VI. ენძელების კოლექციონერებს — გალანტოფილებს ეძახიან. ხოლო, ამ ყვავილის ყველაზე დიდი კოლექცია გლოსტერშირის საგრაფოშია (დიდი ბრიტანეთი). ენძელებით ნამდვილად გატაცებული ადამიანები, მზად არიან, მცენარის იშვიათი სახეობის შესაძენად, ასობით ფუნტი გადაიხადონ. VII. ენძელა, ბევრ ქვეყანაში, წითელ წიგნშია შეტანილი და ყვავილით უკანონო ვაჭრობა აკრძალულია. არხის სხვა სიახლეები:1. დედა ტერეზა – წმინდანი, თუ დემონი ანგელოზის იერით 2. სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ 3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი» 932 7-ს მოსწონს
|