x
image
ოტი
თამარის უცნობი მინიატურები ძველ არაბულ ხელნაწერებში

imageსაქართველოში თითქმის არავინ იცის ძველი არაბული (ეგვიპტური) პოპულარული ლეგენდის შესახებ მეფე თამარზე, რომელიც შესულია ცნობილ ეპიკურ ნაწარმოებში ალ ჰიმმა, გთავაზობთ ნაწყვეტსა და თამარის (ملكة جرزان) გამოსახულებას ამ ნაწარმოებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ჩემი მეგობრის აზრით ასეთი სიახლეების ადგილი მხოლოდ სამეცნიერო ჟურნალებშია, ალბათ ეს ასეცაა, მაგრამ ჩემთვის მთავარია რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ.

ალ ჰიმმა:

“ქართველებს ჰყავდათ დედოფალი...მან დასცა მამაკაცნი და ბუმბერაზნი, მას დამორჩილებული ჰყავდა ძლიერი და მამაცი, დიდებული ჭაბუკები და მებრძოლები.
იგი ხელმძღვანელობდა ლაშქრობებს თურქებისა და თურქომანების წინააღმდეგ, მას განადგურებული ჰყავდა ბიზანტიელები... უწია მისმა სიავემ ყველა ქვეყანას და მან შეურაცხყო ყველა არსება. მასთან იყო ხუცესი, რომელიც იყო ყველა მღვდელმთავრის ხელმძღვანელი და მეთაური ყველა ურწმუნოსა და ერეტიკოსისა, ერთ დღეს მან აუკრძალა მას ლაშქრობები თანამორწმუნეთა წინააღმდეგ და აწვია იგი იარაღის ასაღებად ისლამის ქვეყნებზე... მას ჰყავდა 400000-ზე მეტი კაციანი არმია, ყველანი დაფარული ჯაჭვით და ჩაფხუტით, კარგად მომზადებულები საბრძოლველად, ცხენითაც და ფეხითაც მამაცნი ომებში და ასპარეზობებზე. (შეადარე ქართულ წყაროებს: ასპარეზზედა მსპარაზმობელნი, საუკეთესო მოასპარეზის - ამირმირმანის გუნდის დამარცხება თამარის ყმათაგან). ”

მთლიანობაში, ალ ჰიმმა ვერ პატიობს თამარს მუსლიმებზე მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებებს და ცილს სწამებს ტრადიციული მუსლიმური მიდგომით - ის ბევრ ღორის ხორცს სჭამს და ბევრ ღვინოს სვამს, ამასთანავე, როგორც ილუსტრაციიდანაც ჩანს თამარი შეუხედავ ქალადაა მიჩნეული, მაგრამ ამ ზღაპრების გვერდით ძალიან დიდი სინამდვილეცაა ასახული, მაგ. ცნობა თამარის ლაშქრის მძიმედ შეაბჯრულობასა და ცხენოსან-მკჳრცხლობაზე, სხვადასხვა სანდო წყაროებიდანაც დასტურდება.

მთლიანობაში, ალ ჰიმმა არის საუკეთესო წყარო თამარის შესახებ, იმ აზრით, რომ სრულიად მუსლიმანურ სამყაროს გველის ნაკბენივით დაამახსოვრდა მისი საოცარი გამარჯვებები, მუსლიმთა წარმოდგენით კი “ყოველი დიაცი რეგუენია"(რუქნ ად დინი), სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობს ალ ჰიმმაც, მაგრამ ისიც კი ვერ უვლის გვერდს თამარის ძლევამოსილებას, რაც შეეხება ალ ჰიმმას სხვა ცნობებს თამარზე, შეგნებულად ვიკავებ თავს მათი გადმოცემისაგან, რადგანაც მეცნიერების ინტერესის შეუგნებელი ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ თამარი ტაბუირებულია, ვიცი ბრალს დამდებს მეფის შეურაცხყოფაში, როგორც ადრე.

არსებობს კიდევ ერთი უცნობი წყარო თამარის შესახებ - ევროპული, ფრა თომასი, რომელიც ამორძალთა დედოფალთან გაიგივებულ თამარს მართლმორწმუნე, კეთილსათნო დედოფლად გვიხატავს.

ალ ჰიმმას ტექსტის შესახებ დიდი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის - გოჩა ჯაფარიძისაგან მოწოდებული ფრანგული მასალების (Canard) მეშვეობით შევიტყვე, დიდი მადლობა მას.

1
254
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
254
  
2021, 6 მაისი, 19:34
ბევრი რამ მიმაფანტულ-მიჩქმალულია!.. მადლობა...
0 1 1