x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
კუნძულ გუამის მცხოვრებნი გველებს მეტად უცნაურად ებრძვიან - ნახეთ, როგორ

image


კუნძულ გუამის ხელისუფლების წარმომადგენლები გველებს მოწამლული თაგვების დახმარებით ებრძვიან.გველებს დაკავებული აქვთ მთელი წყნარი ოკეანის კუნძული, რომელიც შედის აშშ-ის შემადგენლობაში.

გველების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია 2013 წელს დაიწყო კუნძულ გუამზე. კერძოდ, მოკლულ თაგვებს ათავსებენ პარაცეტამოლის პასტაში (ხნარში), რომელიც შხამის მსგავსად მოქმედებს. ადგილობრივები მოწამლულ სატყუარებს ფანტავენ ჯუნგლებში, სადაც დიდი ოდენობით გველია. სატყუარებს ხეების ტოტებზე კიდებენ, რათა გველების ყურადღება მიიპყროს.

ცნობილია, რპმ მე-19 საუკუნის ბოლოდან გუამის კუნძულს აკონტროლებს აშშ; მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იგი დაიპყრო იაპონიამ. 1944 წელს ამერიკელებმა დაიბრუნეს კუნძული. სწორედ ამ პერიოდში აშშ-ის სამხედრო ხომალდებიდან კუნძულ გუამზე გავრცელდა გველები.



0
782
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
782
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0