x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138989
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
დაავადება, რომელიც გველს მუმიას შესახედაობას აძლევს

image


გველის სოკოვანი დაავადების პირველი შემთხვევა 2008 წელს დაფიქსირდა კალიფორნიაში. პლიმუთის მცხოვრებლებმა გზაზე შენიშნეს გველი, რომელიც დაფარული იყო ბუშტუკებით და ჰგავდა მუმიას. მოგვიანებით მსგავსი შემთხვევა ევროპასა და შეერთებულ შტატებში გველის 30-ზე მეტ სახეობაში აღმოაჩინეს.

ქვეწარმავალი გაგზავნეს ველური ბუნების დაცვის განყოფილებაში, სადაც ის დააძინეს, ევთანაზია ჩაუტარეს (დაძინებით მოკლეს). გაკვეთამ აჩვენა, რომ გველი დაავადებული იყო მძიმე სოკოვანი დაავადებით. ეს იშვიათი დაავადება გვხვდება მხოლოდ გველებში და ახასიათებს ბუშტუკებისა და წყლულების, კვანძების გაჩენით, რაც ამახინჯებს ქვეწარმავლის სახეს, მუმიას ამსგავსებს.

სოკოვანი დაავადებით სიკვდილიანობის ხშირი შემთხვევა ფიქსირდება ზოლიან გველებში, ხოლო სხვა სახეობები იტანენ მას, არ კვდებიან.






0
101
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0