სხვა DOTA 2 Pudge - გმირის ისტორია 2021, 30 აპრილი, 1:24 მარადიული ხოცვა-ჟლეტის მინდვრებზე, ქუოუჯის შორეულ სამხრეთით, გიგანტური ფიგურა მუხლჩაუხრელად და ჯიუტად შრომობდა ღამის საფარქვეშ - ალაგებს ანაწევრებს ფატრავს ტვირთავს დანაწევრებული გვამების კიდურების გროვასა და შინაგან ორგანოებს ოთხთვალაზე. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე დილით ეს საზარელი სასაკლაო განმეორდეს. ამ დაწყევლილ სამყაროში არაფერი ლაგდება თავისთავად - როგორც მკვდრები არასოდეს ბრუნდებიან უკან დედამიწაზე, ასევე გვამი თავისით ვერ დაიმარხება. ასობით გვამით სავსე ორმოს გარშემო ქაოსურად დაფრინავენ მშიერი ლეშის მჭამელი ფრინველები. ყასაბი პაჯი გვამებზე ვარჯიშობს დანებით, რომლებსაც ყველა დასმა უფრო ბასრს ხდის. ჭახ ჭუხ ტრაშ ტრუშ და ხორცი სცილდება ძვლებს, ძარღვები და მყესები სველი ქაღალდივით იფლითება. მიუხედავად იმისა, რომ პუდჯი ყოველთვის გატაცებული იყო ჯალათის ხელობით, დროთა განმავლობაში, გოლიათს შეუყვარდა ყასბობა. ერთ დღესაც, როდესაც ის გვამზე მუშაობას ამთავრებდა, გონებაში გაუელვა კითხვამ, ნეტავ როგორი გემო აქვს გვამს? ჩამოათალა პატარა ხორცის ნაჭერი და მისი გემოც გასინჯა. ჯერ კუნთების ნაწილებით იკვებებოდა, შემდეგ სისხლის ყლუპიც მოსვა ... მალე პუდჯს უკვე თავის მსხვერპლების ყველაზე მაგარი ნაწილების დაღრღნაც ისე მარტივად გამოსდიოდა როგორც ძაღლს ძვლების. ისინიც კი ვინც სიკვდილის დემონის წინაშე არ ძრწიან, თავს არიდებენ პუჯს. 14 1-ს მოსწონს
|