x
image
ოტი
აფხაზეთის ომი (1998)

image1992-1993 წლებში მიმდინარე ომის შემდეგ, ბევრმა ქართველმა მებრძოლმა, პარტიზანული მეთოდებით გააგრძელა ბრძოლა სეპარატისტების წინააღმდეგ. პარტიზანული ომის პიკი იყო, 1998 წლის 20 მაისს დაწყებული და 26 მაისს დამთავრებული ომი. ეს იყო სამხედრო კონფრონტაცია ქართველ პარტიზანებსა და აფსუა ჯარისკაცებს შორის. 1996 წელს გალის რაიონში ჩამოყალიბდა დაჯგუფება “ტყის ძმები", ხოლო მოგვიანებით - “თეთრი ლეგიონი". სწორედ ეს ორი დაჯგუფება იბრძოდა ამ კონფლიქტში, მათი მეთაურები იყვნენ: ზურაბ სამუშია, დათო შენგელია და გუჯარ ყურაშვილი. 18 მაისს, ქართველმა მებრძოლებმა შეტევა განახორციელეს სოფელ რეპში განლაგებულ მილიციის საგუშაგოზე. სავარაუდოდ მოკლული იქნა 17 მილიციელი. სეპარატისტულმა მთავრობამ ამ აქტს, ძალა დაუპირისპირა და 20 მაისს, დაახლოებით 1, 500 ჯარისკაცი, რუსული წარმოების T-55 და T-72 ტიპის ტანკებით, 122-მმ-იანი საარტილერიო დანადგარებით შევიდნენ გალის რაიონში. ქართველებმა, რომლებიც მხოლოდ ავტომატებით, ყუმბარყორცნებითა და ტყვიამფრქვევებით იყვნენ აღჭურვილნი მტრებს პოზიციური ორთაბრძოლა გაუმართეს. მნიშნელოვანი შეტაკებები მოხდა ხუმუშკურში, სიდაში, საბერიოსა და ზემო ბარღებში. 26 მაისს, აფხაზურმა ფორმირებებმა გალი მთლიანად დაიკავეს. მანამდე კი 25 მაისს, გაგრაში საზავო მოლაპარაკებები გაიმართა. გადაწყდა რომ, ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო 26 მაისის, 6 საათიდან. დანაკარგებზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ქართული წყაროების მიხედვით, სეპარატისტებმა 300 კაცი დაკარგეს, თავად საქართველოს მხრიდან ამ კონფლიქტს 17 პარტიზანი და 35 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფსუების მტკიცებით კი, მათ დაკარგეს სულ რაღაც 8 ჯარისკაცი, თავად ქართველების მხრიდან კი 160 მებრძოლი დაიღუპა. რაღაც მხრივ ორივე სტატისტიკა გაზვიადებულია, მაგრამ სიმართლესთან უფრო ახლოს, მაინც ქართული დგას, რადგან სეპარატისტებმა ჯერ სოფელ რეპზე თავდასხმისას, დაკარგეს ათეული კაცი. ოპოზიციამ ომის წაგებაში ბრალი დასდო ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც პარტიზანების დასახმარებლად არ გააგზავნა შეიარაღებული ძალები. პრეზიდენტმა სამხედრო ძალების არგაშვების მიზეზად, ომისთვის მოუმზადებლობა დაასახელა.

0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0