ბაგრატიონთა ძირითადი სამფლობელო ანტიკური ხანის დასასრულსა და ადრეულ საშუალო საუკუნეებში არის სპერი — ჭოროხის ხეობაში. ჭოროხის ხეობის მკვიდრი მოსახლეობა, როგორც ცნობილია, ქართველი ხალხის ორ შტოს ვკუთვნოდა: ჭანები და იბერიელები (ქართ-მესხები). კერძოდ, საკუთრივ სპერის თემში, როგორც ეს დასტურდება პროკოპი კესარიელის ცნობებიდან, უპირატსად ჭანური მოსახლეობა იყო. და რამდენადაც სპერი ძირითადად ჭანურ თემს წარმოადგენდა, ამდენად სამართლიანია მოსაზრება აკად. ნ. მარისა, რომელიც ბაგრატიონთა სახლს ჭანური წარმოშობის გვარეულობად სთვლის.
ხორენაცი თავისი ნაშრომის დასაწყისშივე აფრთხილებს მკითხველებს რომ ბაგრატიონები არ არიან სომხური წარმომავლობის.
ხორენაცის ცნობით ბაგრატ ბაგრატუნის სამფლობელო ''დასავლეთ მხარეში''(ანუ სპერშია) არ ისმის არმიანული საუბარი .იგივეს მაბობს სომეხი საეკლესიო მწერალი სეპფანოზ სიუნეცი, რომელიც ანტიკური გრამატიკოსის დიონისე თრაკიელის შრომის თარგმნინსას აღნიშნავს რომ სპერში არმიანულ ენას გავრცელება არ ჰქონია .
აღვნიშნავთ ამასთან, რომ ჭანური მსოფლიოდან მომდინარეობს თვით ონომასტიკონი, საგვარეულო სახელები ბაგრატიონთა სახლისა, სახელდობრ, ის სპეციფიკური სახელები, რომლებიც მიღებული იყო ბაგრატიონთა გვარში, და რომლებიც ბოლოვდება გრამატიკული ელემენტით „ტი“: ბაგრა-ტი, სუმბა-ტი, ბივრა-ტი, აშო-ტი. აღსანიშნავია, რომ მეორე ძველ-ქართულ გვარეულობაშიაც, რომელიც ჭანეთიდან იყო წარმოშობით, სახელდობრ, ორბელიანთა გვარში (ჭან-ბაკურიან-.ორბელიანნი) — მიღებული იყო ანალოგიურ სახის საგვარეულო სახელები, დაბოლოებული იმავე გრამატიკული ვლემენტით „ტი“: ლიპარი-ტი, რა-ტი (*ჰრა-ტი).
აქ ჩვენ გვაქვს იმავე ტიპის სახელები ბოლოკიდურით „ტი“, რომელიც შერჩენილია დასავლეთ საქართველოს საგვარეულო ონომასტიკონში. ჯიბუ-ტი, ღლონ-ტი, ჟღენ-ტი, *ხუბუ-ტი (აქედან ხუბუ-ტი-ა), *მეჩხე-ტი, *ჩხე-ტი (აქედან მეჩხე-ტის-ძე, ჩხე-ტის-ძე და სხვანი.
დაბოლოება „ტი“, ჩანს, არის ჭანურ-მეგრული ექვივალენტი ქართულ საგვარეულო სახელწოდებათა დაბოლოებისა „თი“, რაც მიღებული ყოფილა საშუალო საუკუნეთა საქართველოში — კერძოდ, ჭოროხის ხეობაში (იხ. სულთა-მატიანე მიჭიბიანის ხევისა)2.
ავღნიშნავთ ამასთან, რომ დაბოლოების „ტი“„თი“ ძველ ქართულში დიალექტურად ენაცვლება დაბოლოება „თა“: ბაგრა-ტი ბარა-თა, ბივრა-ტი ბივრა-თა, აშოტი შო-თა.
არამიანებს სომხებთან აიგივებენ და მერე მიდის უაზრო და უსაგნო კამათი.
ჭეშმარიტად სწორად ბრძანა პატრიარქმა, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი წინსვლა არაა ამ მხრივ, მეცნიერება მწირადაა დაფინანსებული, კვლევებს და მასალების მოძიებას კი ფული ჭირდება.
თუნდაც ვატიკანში დაცული ისტორიული დოკუმენტების გასაცნობად უზარმაზარი ფინანსებია საჭირო.
მროველი ჩემთვის ქართული ისტორიის მამაა, ცუდი ისაა რომ მის ნაშრომებს ბევრი "თხა და გიგოსავით" უკუღმა კითხულობს.
გარკვევით წერს ის ადამიანი ყველაფერს, სწორად თუ წავიკითხავთ.